დღევანდელი დღე დაეთმო მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. გავეცანი შეფასების შეკლისტებს, შეფასების კრიტერიუმებს. საინტერესო იყო თვითშეფასების დღიურის წარმოებაც. გავიგე, რა უნდა გავითვალისწინო მოსწავლის ნაშრომის შეფასებისას, როგორ განისაზღვრება მიზნების მახასიათებლები დონეების მიხედვით.
სასწავლო რესურსი
- მთავარი
- გაკვეთილის გეგმები
- სამოდელო გაკვეთილები
- ინტეგრირებული გაკვეთილი _ძველი სქემა
- განხორციელებული პროექტები
- რესურსები
- მათემატიკის სასწავლო ჯგუფი
- ტრენინგები - კონფერენციები - კონკურსები
- სასწავლო ციფრული ობიექტები
- სასწავლო რესურსები
- სსსმ მოსწავლესთან მუშაობა 2016-2017
- სსსმ მოსწავლესთან მუშაობა 2017-2018
- ინტელის სასწავლო კურსი - ტრენინგი
- სასარგებლო რესურსები
вторник, 30 июня 2015 г.
понедельник, 29 июня 2015 г.
დღე VI
საინტერესო იყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გათვალისწინებით ყველა მოსწავლეზე სასწავლო პროცედურების გაწერა. საკმაოდ საინტერესო იყო მოსწავლის თვალით დანახული დავალების წარმოდგენა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით. დავხვეწე და შევავსე ჩემი პროექტის გეგმა დღევანდელი სესიიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური მუშაობა: "1 დოქი ტალახი", როგორ გამოვიყენებდით ამ რესურსს, ყველა ჯგუფიდან საკმაოდ საინტერესო იდეები გამოითქვა.
пятница, 26 июня 2015 г.
დღე V
დღეს წყვილებში მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პორტფელიოს პრეზენტაცია. ჩემს მეწყვილეს დავუსვი 3 შეკითხვა:
- როგორ უკავშირდება თქვენი ზოგადი კითხვა პროექტს?
- რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საგნობრივი სტანდარტის შედეგი ამ თემისთვის?
- როგორ გააკეთებენ მოსწავლეები მოცემული პროექტის ორგანიზებას?
ბ გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამ პროექტსადმი და მივეცი რეკომენდაცია. ჩემი რეკომენდაციები კომენტარის სახით დავწერე მეწყვილის ბლოგზე.
დღეს ასევე ვიმუშავეთ საავტორო უფლებების მნიშვნელობაზე, კეძოდ apa ფორმატის გამოყენებაზე, ასევე როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია კონკრეტულად ჩვენი საჭიროებებისდა მიხედვით
четверг, 25 июня 2015 г.
დღე IV
დღევანდელი დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო. განხილულმა შეფასების სტრატეგიებმა და პროექტის პრეზენტაციამ, უფრო მეტად დამაფიქრა ჩემი პროექტის მონახაზზე, შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, უფრო დავხვეწავ მიმანიშნებელ შეკითხვებს, ასევე ესგ-ს ინდიკატორებს შეფასების რუბრიკებსა და ჩეკლისტებზე სამუშაოდ. მნიშველოვნად გავაუმჯობესებ პროექტის მიზანის და ჩემს მიზანის.
დღე III
დღეს ვიმუშავეთ მოდულ.2-ზე, კერძოდ, ჩემი პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია, მოვიაზრეთ ზოგადად აქტივობები, გათვლილი ყველა დონეზე, თემას შევუსაბამეთ სტანდართები და ინდიკატორები ესგ-დან სხვადასხვა საგნიდან, კერძოდ, ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. ვიმუშავეთ ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე ჩვენი პროექტის გეგმისათვის.
დღე II
ტრენინგი - პროექტებით სწავლება
ეს დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო. რა იყო მნიშვნელოვანი? ჩემს ბლოგს დავამატე კიდევ ერთი გვერდი - " ტრენინგი - პროექტებით სწავლება". მოვახდინეთ რეფლექსია - პროექტის იდეებთან მიმართებაში, შემდეგ კი განვიხილეთ აქტივობა 3 და 4, კერძოდ , პუბლიკაციის მომზადება.
რეფლექსია
ტრენინგი - პროექტებით სწავლება
რეფლექსია
დღე II
პროექტის იდეამ დამაფიქრა. თავში უამრავი რამ მიტრიალებს. ჯერ-ჯერობით არჩევანი შეჩერდა თემაზე "სიგრძის საზომი ერთეულები ძველად". თუმცა ვფიქრობ "გეომეტრია ჩვენს ცხოვრებაში", ან "საყიდლებზე"...
მოვიფიქრებ :)
დღე II
პროექტის იდეამ დამაფიქრა. თავში უამრავი რამ მიტრიალებს. ჯერ-ჯერობით არჩევანი შეჩერდა თემაზე "სიგრძის საზომი ერთეულები ძველად". თუმცა ვფიქრობ "გეომეტრია ჩვენს ცხოვრებაში", ან "საყიდლებზე"...
მოვიფიქრებ :)
Подписаться на:
Сообщения (Atom)