ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა
მოსწავლის სახელი და გვარი: xxxxxx
კლასი: მე-5
საგანი:
მათემატიკა
მასწავლებელი: ხათუნა მარკოზაშვილი
გრძელვადიანი მიზანი:
მიმართულება -- რიცხვები და მოქმედებები
1. მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება
და ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია. (მათ.
V.1.)
2. მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება. (მათ. V.2.)
3.
მოსწავლეს შეუძლია
ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება. (მათ. V.3.)
|
3.10 –
14.12/2016
15.12.2016
-1.02.2017
3.02 –
31.03/2017
|
მოკლევადიანი მიზანი/ მიზნები
1
2
3
|
მათ. V.1.
·
კითხულობს მილიონზე დიდ
რიცხვებს ახალი რიცხვითი სახელების გამოყენებით (მაგალითად, ტრილიონი და
ა.შ.); განმარტავს ამ რიცხვით სახელებს;
· პოულობს
ახალი რიცხვითი სახელით მოცემული (მილიონზე) დიდი რიცხვის რიგს (მაგალითად,
რამდენი ციფრისგან შედგება ათობით პოზიციურ სისტემაში ჩაწერილი ასეთი რიცხვი?);
·
პოულობს
მოცემული ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჯერადებსა და გამყოფებს.
·
განასხვავებს
კენტ, ლუწ, მარტივ და შედგენილ რიცხვებს, ასაბუთებს 2-ზე და 5-ზე გაყოფადობის
ნიშნებს;
მათ. V.2.
·
კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს;
უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს;
·
ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების
გამოყენებით;
მათ. V.3.
·
ახდენს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე
არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის
ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით (მაგალითად,
ნამცხვრის ნაჭრები);
|
3.10-14.12/ 2016
3.10-14.12/ 2016
1.12 – 29. 12/ 2016
1.12 – 29. 12/ 2016
15.12/2016 – 2.02/2017
15.12/2016 – 2.02/2017
3.02 – 2.03 / 2017
|
მიზნის შესაბამისი აქტივობები
|
მასალა
|
სად სრულდება აქტივობა (კლასი,
რესურსოთახი)
|
მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი
(მშობელი, პედაგოგი), სკოლის ფსიქოლოგი და სხვა)
|
აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
|
|
1.1
|
მოსწავლეს
მორიგეობით ვურიგებ ბარათებს, სადაც
წერია ორნიშნა, სამნიშნა, ოთხნიშნა რიცხვები. მოსწავლე კითხულობს ამ რიცხვებს.
თავდაპირველად ვთავაზობ მრგვალ რიცხვებს, ანუ სრულ ათეულებს ასეულებს,
ათასეულებს და ა.შ. შემდეგ კი უფრო ვართულებთ. ასევე ვიყენებ მომზადებულ
პოსტერებს „თანრიგების სახლი“, ასევე ჩემს მიერ მომზადებულ „თანრიგების ცხრილს“.
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლე იყენებს ამ ცხრილებს და კითხულობს დაწერილ
რიცხვებს.
ასევე
ვახდენ რიცხვების დასახელებას, მოსწავლე აკეთებს ჩანაწერს.
|
სახელმძღვანელო;
თვალსაჩინოება;
აქტივობათა ბარათები;
პოსტერები
სადემონსტრაციო ფურცლები
|
კლასი
რესურს-ოთახი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
1.2
|
მოსწავლეს
წინ ვულაგებ ბარათებს, სადაც წერია მრავალნიშნა რიცხვები, მოსწავლე ასახელებს
რამდენნიშნაა ეს რიცხვი. ასევე ვთხოვ დაწეროს, მაგალითად, 5-ნიშნა რიცხვი.
შემდეგ 6-ნიშნა და ა.შ.
მოსწავლეს
ვუსახელებ ციფრებს (მაგ. 3, 5, 8, 9)
და, ვთხოვ ამ ციფრების გამოყენებით დაწეროს ოთხნიშნა რიცხვი, უდიდესი
ოთხნიშნა და უმცირესი ოთხნიშნა რიცხვები.
მოსწავლეს ვთხოვ, დაწეროს მოცემული ოთხი ციფრის
გამოყენებით 8- ნიშნა რიცხვი, უდიდესი და უმცირესი რვანიშნა რიცხვები.
|
სახელმძღვანელო;
თვალსაჩინოება;
აქტივობათა ბარათები;
პოსტერები
სადემონსტრაციო ფურცლები
პოსტერი „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
|
კლასი
რესურს-ოთახი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
1.3
|
პირველ დღეს ვახდენთ
ერთნიშნა რიცხვის ერთნიშნა რიცხვზე გამრავლების დემონსტრირებას ხაზების
გამოყენებით. მოსწავლე სწავლობს გამრავლების ცხრილს.
მეორე დღეს პოსტერის „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
გამოყენებით ვასახელებთ თანამამრალებს.
მესამე დღეს დაფაზე
ან კედელზე გამოკრული პოსტერის „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“ გამოყენებით .
მაგალითების საშუალებით ვახასიათებთ გამრავლება-გაყოფის კომპონენტებს;
მოსწავლეს
კონკრეტული მაგალითების დახმარებით ვუხსნი, თუ რას ნიშნავს გამყოფი, ჯერადი.
ვმუშაობთ სხვადასხვა მაგალითებზე;
აქტივობათა
ბარათებზე მუშაობით ვიმყარებთ ცოდნას გამყოფებსა და ჯერადებზე.
|
სახელმძღვანელო;
თვალსაჩინოება;
აქტივობათა ბარათები;
პოსტერები
სადემონსტრაციო ფურცლები
პოსტერი „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
|
კლასი
რესურს-ოთახი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
1.4
|
პირველ და მეორე დღეს აქტივობათა ბარათზე დაწერილია რიცხვები
1-დან 10-მდე. მოსწავლეს ვუხსნი, რომ თუ რიცხვის განახევრება შეიძლება, მაშინ ის
არის ლუწი რიცხვი, დანარჩენ შემთხვევაში კენტია. გადავდივართ ორნიშნა და
მეტნიშნა რიცხვებზე, ყურადღებას ვამახვილებთ ერთეულების თანრიგზე და ვასკვნით,
რა შემთხვევაშია რიცხვი ლუწი და რა შემთხვევაში კენტი. რიცხვის ლუწობა-კენტობას
განვიხილავთ პოსტერზეც. მოსწავლე წერს, მაგალითად, 20-დან 40-მდე ლუწ და კენტ
რიცხვებს.
მესამე და მეოთხე დღეს
მოსწავლეს ვულაგებ აქტივობათა
ბარათებს, ვიხსენებთ გამყოფებსა და ჯერადებს.
მეხუთე და მეექვსე დღეს აქტივობათა ბარათებზე დაწერილია ერთნიშნა
და ორნიშნა რიცხვები. ვიხსენებთ მათ გამყოფებს. მოსწავლეს ვაძლევ განმარტებას,
რას ნიშნავს მარტივი და შედგენილი რიცხვები.
აქტივობათა
ბარათებზე წერია მარტივი და შედგენილი რიცხვები, მოსწავლე იყენებს პოსტერს
„გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“ და მითითებული ფერით აფერადებს სხვადასხვა
ფერად, მარტივ და შედგენილ რიცხვებს.
მეშვიდე და მერვე დღეს ყურადღებას ვამახვილებთ 2-ზე, 5-სა და
10-ზე გამრავლებაზე, ასევე ვიყენებთ პოსტერს „ გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
და ვაყალიბებთ 2-ზე, 5-სა და 10-ზე გაყოფადობის ნიშნებს.
|
სახელმძღვანელო;
თვალსაჩინოება;
აქტივობათა ბარათები;
პოსტერები
სადემონსტრაციო ფურცლები
პოსტერი „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
|
კლასი
რესურს-ოთახი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
2.1
|
მოსწავლეს მაგიდაზე უდევს ფერადი ფურცლების
ზოლები. მოსწავლე, ჩემი ინსრუქციების
შესაბამისად, ზოლს კეცავს შუაზე, გადკეცვის ადგილას ვავლებთ შავი ფერის ხაზს და
მარკერით/ფლომასტერით აფერადებს ერთ მოკეცილ ნაწილს. შემდეგ შლის და ადარებს
გაფერადებულ და გასაფერადებელ ნაწილებს, ასკვნი, რომ ტოლი ნაწილებია. პასუხობს
შეკითხვებს: რამდენ ნაწილად დაიყო
ზოლი?(2 ნაწილად) რა მოუვიდა ზოლს: მთლიანია გადაკეცილი ნაწილი თუ ნახევარი?
(ნახევარი). ვაძლევ განმარტებას, რო მივიღეთ წილადი, რომელიც ჩაიწერება ასე
წინასწარ მომზადებული მაქვს სხვა ფერის ფურცელზე
3 ნაწილად დაყოფილი ზოლები. იგივე პროცესს ვასრულებთ და ვეცნობით
|
სახელმძღვანელო;
თვალსაჩინოება;
აქტივობათა ბარათები;
პოსტერები
სადემონსტრაციო ფურცლები
|
კლასი
რესურს-ოთახი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
მეორე დღეს
ზოლები მოცემულია სამუშაო ფურცლებზე. ზოლები ანუ მართკუთხედები დაყოფილია
ტოლი რაოდენობის ნაწილებად, მოსწავლემ უნდა გააფერადოს მხოლოდ ერთი ნაწილი და
ჩაწეროს წილადის სახით. ასევე უნდა გააფერადოს 2, 3, ან 4 ნაწილი და ჩაწეოს
წილადის სახით. ასევე უკვე გაფერადებულ ნაწილებზე უნდა ამოიცნოს და შემოხაზოს
შესაბამისი წილადი.
ვეცნობით წილად ნაწილებს წრეწირზე, განვიხილავთ
სავარჯიშოებს სამუშაო ფურცლებზე (მსგავსი მართკუთხოვანი ზოლების)
მესამე დღეს ვახდენთ ცოდნის შემოწმებას ტესტირების სახით,
ტესტებში გამოყენებულია მოდელები.
მეოთხე დღეს ვმუშაობთ მანიპულატივებზე და გავდივართ იგივე
პროცესს.
მეხუთე დღეს
ვმუშაობთ
შერეულ წილადებზე ზოლების, წრეებისა და მანიპულატივების დახმარებით. გამოვყოფთ
წილადის მთელსა და წილად ნაწილებზე. ასე წილადებს გამოვსახავთ მოდელზე,
ვაფერადებთ შესაბამის მთელსა და შესაბამის წილად ნაწილებს. ვმუშაობთ შერეული
წილადის ჩანაწერზე.
მეექვსე დღეს მუშაობას ვაგრძელებთ სამუშაო ფურცლებზე,
აქტივობათა ბარათებზე
მეშვიდე დღეს მოსწავლე აბარებს ტესტირებას სამუშაო
ფურცლებზე დახაზული მოდელების დახმარებით.
|
სახელმძღვანელო;
თვალსაჩინოება;
აქტივობათა ბარათები;
პოსტერები
სადემონსტრაციო ფურცლები
პოსტერი „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
|
კლასი
რესურს-ოთახი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
|
2.2
|
პირველ დღეს მოსწავლეს ვუტარებ ტესტირებას, თუ რა იცის
წილადების შესახებ. შემდეგ კი ვადარებთ ზოლებზე, გამოჭრილ ზოლებისა და
მანიპულატივების დახმერებით წილად ნაწილებს, ვმუშაობთ წილადის ძირითად
თვისებაზე.
მეორე დღეს
ვახდენთ
სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შედარებას, როდესაც მრიცხველია 1. შემდეგ
ვმუშაობთ ერთნაირმნიშვნელიანი წილადების შედარებაზე, ასევე ერთნაირმრიცხველიანი
წილადების შედარებაზე მოდელსა თუ
მანიპულატივებზე დაყრდნობით. ასევე მოდელზე დაყრდნობით ვახდენთ წილადის
ძირითადი თვისების დემონსტრიებას.
მესამე დღეს
ვმუშაობთ
შერეული წილადების შედარებაზე მოდელზე დაყრდნობით. ასევე ვიყენებთ მანიპულატივს
„წილადი ფილები“
|
სახელმძღვანელო;
თვალსაჩინოება;
აქტივობათა ბარათები;
პოსტერები
სადემონსტრაციო ფურცლები
პოსტერი „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
მანიპულატივი „წილადი ფილები“
|
კლასი
რესურს-ოთახი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
3.1
|
პირველ დღეს
ვიხსენებთ
წილადის მრიცხველსა და მრიცხველს, ვიყენებთ მოდელს, სამუშაო ფურცლებს, ასევე
მანიპულატივს „წილადი ფილები“. განვმარტავთ რა არის ერთნაირი მნიშვნელი. „წილადი
ფილების გამოყენებით ვახდენთ ერთნაირმნიშვნელიანი წილადების შეკრებას. ასევე
ვახდენთ მოდელის დახმარებით შეკრებას. ბოლოს კი სამუშაო ფურცელზე ვასრულებთ
დავალებებს წილადების შეკრებას. სამუშაო ფურცლებზე წარმოდგენილია წრეები
დაყოფილი ტოლი რაოდენობის ნაწილებად. მოსწავლე აფერადებს წილადის შესაბამის
ნაწილებს, როგორც პირველ, ისე მეორე შესაკრებში, ბოლოს კი ახორციელებს ნაწილების
გაერთიანებას და აფერადებს ჯამის შესაბამის რაოდენობას.
მეორე დღეს ვიხსენებთ
ერთნაირი მნიშველი რას ნიშნავს, ვიხსენებთ თუ როგორ ვახორციელებთ
შეკრებას. „წილადი ფილრბის დახმარებით
ვახდენთ ერთნაირმრიცხველიანი წილადების გამოკლებას.
მესამე დღეს ვმუშაობთ ერთნაირმრიცხველიანი წილადების
შეკრება-გამოკლებაზე.
|
სახელმძღვანელო;
თვალსაჩინოება;
აქტივობათა ბარათები;
პოსტერები
სადემონსტრაციო ფურცლები
პოსტერი „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
მანიპულატივი „წილადი ფილები“
|
კლასი
რესურს-ოთახი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
პედაგოგი
სპეც.მასწავლებელი
|
მიმართულება: მონაცემთა
ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
გრძელვადიანი მიზნები:
1. მოსწავლეს შეუძლია
დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების
მოპოვება. (მათ.V.11.)
2. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასმული ამოცანის ამოსახსნელად
ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა. (მათ.V.12.)
3. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი. (მათ.V.13. )
|
მოკლევადიანი მიზანი
|
თარიღი
|
|||||||
1
|
· შეკითხვების მოცემული ჩამონათვალიდან შეარჩევს და იყენებს საჭირო
მონაცემთა შესაგროვებლად შესაფერის შეკითხვას/შეკითხვებს;[A1]
· მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს შესაფერისი ფორმით
(ღია, დახურული, რამდენიმე ალტერნატიული არჩევანის მომცველი) და ამ კითხვების
საშუალებით მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
|
8.V-15.VI. 2017
8.V-15.VI. 2017
|
||||||
2
|
·
ქმნის მარტივ
ცხრილს არაუმეტეს ოცი კლასიფიცირებული და დალაგებული მონაცემისთვის (მაგალითად: განსაზღვრავს ჭდეებს,
სათაურს, სვეტებისა და სტრიქონების რაოდენობას და ადგენს მონაცემთა ცხრილს);[A2]
·
კლასიფიცირებული
მონაცემებისთვის ურთიერთცალსახა შესაბამისობის წესით ქმნის სვეტოვან დიაგრამას უჯრებიან ფურცელზე (მაგალითად: განსაზღვრავს
ჭდეებს, სათაურს, სვეტების რაოდენობას და აფერადებს უჯრებიანი ფურცლის
შესაბამისი სიგრძის ზოლებს).
|
8.V-15.VI. 2017
8.V-15.VI. 2017
8.V-15.VI. 2017
|
||||||
3
|
· სვამს საძიებო/შემაჯამებელ კითხვებს მონაცემების შესახებ, რომლებიც
წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამის სახით (მაგალითად, ნაყინის რამდენი
განსხვავებული სახეობა უნდა ვიყიდოთ კლასის ზეიმისთვის? თითოეული სახეობის რამდენი ნაყინი? ნაყინის
რომელი სახეობა უყვარს უფრო მეტ ჩვენს თანაკლასელს –შოკოლადის თუ მარწყვის?
ნაყინის რომელი სახეობაა ყველაზე პოპულარული ჩვენი კლასელებისთვის? გოგონებისთვის?
ვაჟებისთვის? რატომ?);[A3]
· ადარებს მონაცემთა ორ ერთობლიობას და წარმოაჩენს თვისობრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (თვისობრიობა უკავშირდება ჯგუფში მონაცემთა გვარობას/ტიპს, მონაცემთა
გამეორებადობას, პოზიციას და თანმიმდევრობას, გამორჩეულ მონაცემებს);
· გამოთქვამს ვარაუდს მონაცემთა საფუძველზე (მაგალითად, გამოკითხვის “ვინ რა გადაადგილების საშუალებას იყენებს სკოლაში
მისასვლელად” შედეგების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს, დაახლოებით რამდენი
ბავშვი ცხოვრობს სკოლასთან ახლოს).
|
8.V-15.VI. 2017
8.V-15.VI. 2017
8.V-15.VI. 2017
|
||||||
მიზნის
შესაბამისი აქტივობები
|
მასალა
|
სად სრულდება
აქტივობა (საკლასო ოთახი, რესურს ოთახი)
|
მასალის
მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი (მშობელი, პედაგოგი, სკოლის ფსიქოლოგი და სხვა)
|
აქტივობის
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
|
||||
1.1
|
პირველი და
მეორე დღე:
მოსწავლესთან შემაქვს ტექსტური ამოცანები.
მოსწავლე ირჩევს არსებული მონაცემები როგორ მოაგროვოს. მაგ, ოჯახის წევრთა
რაოდენობის, მდედრობითი თუ მამრობითი სქესის, ოჯახის წევრთა ასაკის
განსაზღვრისათვის ვადგენთ კითხვარებს. მოსწავლე აწარმოებს გამოკითხვას.
მოსწავლე ახდენს გამოკითხვას საყვარელი საგნის,
საყვარელი ნაყინის ან წვენის/გამაგრირებელი სასმელის შესახებ. მოსწავლე ახდენს
არსებული მონაცემების წარმოდგენას ცხრილის სახით.
|
სამუშაო
ფურცლები
სახელმძღვანელო
ფერადი მარკერები
ან ფლომასტრერები ან ფანქრები
|
საკლასო
ოთხაი, რესურს-ოთახი
სახლი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.1
|
პირველი,
მეორე და მესამე დღე:
მოსწავლეს აქვს თანაკლასელების გამოკითხვის
შედეგები. ის ახდენს არსებული
მონაცემების წარმოდგენას ცხრილის სახით.
ასევე მოსწავლე ირჩევს შესაბამის ნახატს და
ცხრილის სახით მოცემულ მონაცემებს წარმოადგენს პიქტოგრამის სახით.
მოსწავლე ახდენს პიქტოგრამით წარმოდგენილი
მონაცემების დამუშავებას. შეიმუშავებს ფორმას, თუ ერთი პიქტოგრამა რა რაოდენობას
აღნიშნავს და არსებულ მონაცმებს წარმოადგენს შესაბამისი ფორმით.
მოსწავლე ახდენს გამოკითხვას თანაკლასელებთან
„ჩემი საყვარელი ნაყინი“. ადგენს ცხრილს, ასევე შესაბამის პიქტოგრამას.
|
სამუშაო
ფურცლები
სახელმძღვანელო
ფერადი
მარკერები ან ფლომასტრერები ან ფანქრები
|
საკლასო
ოთხაი, რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.2.
|
პირველი,
მეორე და მესამე დღე:
მოსწავლეს აქვს გამოკითხვის შედეგები „ჩემი
საყვარელი ნაყინი“. შედეგები მოცემულია როგორც ცხრილის, ისე პიქტოგრამის სახით.
მოსწავლისათვის მომზადებულია სამუშაო ფურცლები.
ფურცელზე მოცემულია ცხრილი, სადაც მითითებულია ნაყინის დასახელებები
ჰორიზონტალურად, ანუ სტრიქონზე, ხოლო ვერტიკალურად, ანუ სვეტზე რაოდენობები.
მოსწავლე მასწავლებლის მითითებით ახდენს თითოეული ნაყინის შესაბამისი უჯრების
რაოდენობის გაფერადებას სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე იყენებს განსხვავებულ
ფერს. მოსწავლეს ვუხსნი, რომ ავაგეთ სვეტოვანი დიაგრამა.
ანალოგიურად ვახდენთ სვეტოვანი დიაგრამის აგებას,
მაგ, ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ, მდედრობითი და მამრობითი სქესის შესახებ.
ასევე ვახდენთ სვეტოვანი დიაგრამის აგებას კლასში
გოგონებისა და ბიჭების რაოდენობის შესახებ. ვიყენებთ უჯრებს და ვაფერადებთ მათ
სხვადსხვა ფერით.
|
სამუშაო
ფურცლები
სახელმძღვანელო
ფერადი
მარკერები ან ფლომასტრერები ან ფანქრები
|
საკლასო
ოთხაი, რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.3
|
პირველი,
მეორე და მესამე დღეს:
ვახდენთ
სვეტოვანი დიაგრამის აგებას არსებული მონაცემების საფუძველზე. ვაფერადებთ
რაოდენობის შესაბამის სიგრძის ზოლებს დასახელების შესაბამისად, ვირჩევთ ერთეულ
მონაკვეთს. თითოეულ ღერძზე ვუთითებთ შესამამის ერთეულებსა და დასახელებს.
არსებული
მონაცემების საფუძველზე მიმდინარეობს ვარჯიში სვეტოვანი დიაგრამის აგებაზე.
|
სამუშაო
ფურცლები
სახელმძღვანელო
ფერადი
მარკერები ან ფლომასტრერები ან ფანქრები
|
საკლასო
ოთხაი, რესურს-ოთახი
სახლი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
3.1
|
პირველი,
მეორე, მესამე და მეოთხე დღე:
მათემატიკურ ბარათზე მოცემულია სვეტოვანი
დიაგრამები. მოსწავლე პასუხს სცემს დასმულ შეკითხვებს. ახდენს დასმული ამოცანის
შესაბამისი ინფორმაციის ამოკითხვას ცხრილის, პიქტოგრამით თუ სვეტოვანი დიაგრამით
მოცემული მონაცემებიდან. მოსწავლე სვამს დამატებით შეკითხვებს და სცემს პასუხებს
დასმულ შეკითხვებზე, გამოაქვს დასკვნები.
|
სამუშაო
ფურცლები
სახელმძღვანელო
ფერადი
მარკერები ან ფლომასტრერები ან ფანქრები
მათემატიკურ
დავალებათა ბარათები (G-priED)
|
საკლასო
ოთხაი, რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
მიმართულება: გეომეტრია და
სივრცის აღქმა
გრძელვადიანი მიზნები:
1. მოსწავლეს შეუძლია
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა. (მათ.V.7.)
2. მოსწავლეს შეუძლია
ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა. (მათ.V.8.)
3.
მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება. (მათ.V.9.)
4. მოსწავლეს შეუძლია
ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე. (მათ.V.10.)
|
მოკლევადიანი მიზანი
|
თარიღი
|
|||||||
1
|
·
უთითებს წრის/ წრეწირის ელემენტებს; კორექტულად იყენებს
წრეწირთან/წრესთან დაკავშირებულ ტერმინებს (ცენტრი, დიამეტრი, რადიუსი, ქორდა);
·
ამზადებს მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის შლილს; მოცემული შლილის
მიხედვით ამზადებს მოდელს და ასახელებს მიღებულ ფიგურას.
|
3.IV-4.V. 2017
3.IV-4.V. 2017
|
||||||
2
|
· ახდენს სამკუთხედების კლასიფიკაციას მისი კუთხეების მიხედვით
(ბლაგვკუთხა, მართკუთხა, მახვილკუთხა);
· უთითებს ბრტყელი ფიგურის პარალელურ და ურთიერთთანამკვეთ გვერდებს,
მსჯელობს გადაიკვეთება თუ არა მოცემული გვერდები გაგრძელების შედეგად;
·
სივრცული ფიგურის
მოდელზე უთითებს პარალელურ და ურთიერთ-თანამკვეთ წახნაგებს, მსჯელობს
გადაიკვეთება თუ არა მოცემული წახნაგები მათი გავრცობის შედეგად.
|
3.IV-4.V. 2017
3.IV-4.V. 2017
3.IV-4.V. 2017
|
||||||
3
|
· დაფარავს ფიგურას ერთნაირი არაგადამფარავი ფიგურებით და ასახელებს
დასაფარად საჭირო ფიგურების მთლიან რაოდენობას;
·
ფიგურათა
ურთიერთშეთავსებით ადარებს ან აფასებს ფიგურების ფართობებს. (მაგალითად, როდესაც ერთი ფიგურა თავსდება მეორეში,
მაშინ მისი ფართობი უფრო ნაკლებია);
|
3.IV-4.V. 2017
3.IV-4.V. 2017
|
||||||
4
|
· კოორდინატების (სიმბოლოთა
წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში
(მაგალითად, კინოთეატრი, გემების
ჩაძირობანა, ჭადრაკის დაფა, რუკაზე
ობიექტის მოძებნა);
· გადაადგილდება უჯრიან ფურცელზე ინსტრუქციების მიხედვით და აღწერს,
როგორ მიაღწევს მოცემული უჯრიდან სხვა უჯრამდე (მაგალითად, ორი უჯრა მარცხნივ,
შემდეგ ერთი უჯრა ზევით);
|
1.XI –
6.XII. 2016
1.XI –
6.XII. 2016
|
||||||
მიზნის შესაბამისი
აქტივობები
|
მასალა
|
სად სრულდება
აქტივობა (საკლასო ოთახი, რესურს ოთახი)
|
მასალის
მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი (მშობელი, პედაგოგი, სკოლის ფსიქოლოგი და სხვა)
|
აქტივობის
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
|
||||
1.1
(1)
|
პირველი დღე
სამუშაო
ფურცლებზე დახაზულია წრე და წრეწირი. წრე გაფერადებულია. წრის შიგნით მარკერით
(ფლომასტერით) ვსვამ A წერტილს. მოსწავლე სკაფოლდინგის
გამოყენებით გამოიტანს დასკვნას, რომ წრის შიგნით მდებარე ყველა წერტილი
ეკუთვნის წრეს. შემდეგ წრის საზღვარზე ვსვამ B წერტილს და
ვეკითხები მოსწავლეს, ეკუთვნის ეს წერილი თუ არა ამ წრეს. პასუხის შესაბამისად
მოსწავლეს ვეხმარები, რომ დაასკვნას, B წერტილი ეკუთვნის წრეს.
საკითხს უფრო
განვაზოგადებ და სხვადასხვა წერტილების გამოყენებით მოსწავლე დაასკვნის, რომ
ნებისმიერი წერილი, რომელიც მდებარეობს წრის საზღვარზე, თუ წრის შიგნით,
ეკუთვნის მას.
ფურცელზე
გამოსახული წრეწტის საზღვარს კიდევ უფრო ვამუქებ და ვუხსნი, რომ ეს არის
წრეწირი, ხაზი, რომელიც შემოსაზღვრავს წრეს. სკაფოლდინგის დახმარებით მოსწავლე
დაასკვნის, რომ წრეხაზის შიგნით მდებარე წერტილი არ ეკუთვნია ამ წრეწირს.
საკითხის
კიდევ უფრო გათვალაჩინოების მიზნით ვახდენ წრეწირისა და წრის გამოჭრას და
ვაწებებთ თაბახის ფურცელზე. მოსწავლე აწერს, რომელია წრე და რომელი წრეწირი.
|
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
1.1
(1)
|
მეორე დღე
ვიხსენებთ
წრესა და წრეწირს. ვმუშაობთ წრისა და წრეწირის გამოსახვაზე. ვსვამთ წერტილებს,
რომელიც ეკუთვნის წრეს, წერილებს, რომელიც ეკუთვნის წრეწირს
|
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
1.1
(1)
|
მესამე დღე
სამუშაო
ფურცელზე გამოსახულია წრეწირი და ცენტრი O. წრეწირზე ვაფიქსირებთ
რამოდენიმე წერტილს და ვაერთებთ O წერტილთან. ვზომავთ მიღებულ
მონაკვეთებს და ვასკვნით, რომ ეს მონაკვეთები ტოლია. მოსწავლეს ვუხსნი, რომ O არის
წრეწირის ცენტრი, ხოლო მონაკვეთები რადიუსი.
|
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
1.1
(1)
|
მეოთხე დღე
მოსწავლეს ვაძლევ სამუშაო ფურცელს, რომელზედაც
გამოსახულია წრე, წრეწირი და წრეწირის ცენტრი, ასევე წრეწირი რადიუსით. მოსწავლე
ამოიცნობს წრეს, წრეწირს, ამოიცნობს რადიუსსა და ცენტრს.
სამუშაო ფურცელზე მოცემულია წრეწირი და ცენტრი.
წრეწირზე ვიღებ A წერტილს, ვაერთებ O ცენტრთან
და ვაგრძელებ წრეწირის გადაკვეთამდე. მოსწავლეს ვუხსნი, რომ ესაა დიამეტრი.
მიმანიშნებელი შეკითხვების დახმარებით, მოსწავლეს გამოაქვს დასკვნა, დიამეტრსა
და რადიუსს შორის დამოკიდებულების შესახებ.
|
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
1.1
(1)
|
მეხუთე დღე:
სამუშაო ფურცელზე გამოსახულია წრეწირი, წრე, წრეწირის
ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი. მოსწავლე ამოიცნობს თითოეულ მათგანს.
სამუშაო ფურცელზე მოცემულია წრეწირი და ორი
წერტილი, რომელიც ეკუთვნის ამ წრეწირს. ვაერთებ ამ წერილებს და მოსწავლეს
ვუხსნი, რომ ესაა წრეწირის ქორდა.
სამუშაო ფურცელზე მოცემულია რამოდენიმე წრეწირი,
მოსწავლე შეეცდება გაავლოს ქორდები.
ვარჯიშის შემდეგ ვავლებთ დიამეტრსაც და ვასკვნით,
რომ წრეწირის დიამეტრიც ქორდაა.
|
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
1.2
(3)
|
პირველი დღე:
მათემატიკური მანიპულატივის (მაგნიფერი) დახმარებით მოსწავლეს ვაჩვენებ კუბს. იგი
ადარებს მას კუბიკს. მოსწავლეს ვუხსნი, რომ ესაა კუბი.
მოსწავლე ახდენს მის გაშლას მაგიდაზე. სამუშაო
ფურცელზე დახაზულია სხვადასხვა შლილი. მოსწავლე ამოიცნობს კუბის შლილს.
ვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს კუბის შლილისა
მათემატიკური მანიპულატივის დახმარებით. მიღებულ შლილებს ვადარებ სამუშაო
ფურცელზე გამოსახულ შლილებთან. საბოლოოდ კი რჩება შლილები, რომელიც არ შეიძლება
წარმოადგენდეს კუბის შლილს.
სამუშაო ფურცელზე დახაზულია კუბის შლილი. ვახდენთ
მის გამოჭრას და დაწებებას. ვახდენთ მიღებული ფიგურის ამოცნობას.
ვაჩვენებ სხვადასხვა სურათს, სადაც მოსწავლე
ამოიცნობს, რომელია კუბი. ასევე ამოიცნობს ყოფითი ნივთებიდან კუბის ფორმის
ნივთებს.
სამუშაო ფურცელზე მოცემულია სხვადასხვა შლილები.
მოსწავლე ამოიცნობს კუბის შლილს.
|
სამუშაო
ფურცლები
მანიპულატივი
კუბი
კუბის შლილი
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
1.2
(3)
|
მეორე დღე:
ვახდენთ ნასწავლის გამეორებას. მოსწავლე სამუშაო
ფურცლებზე გამოსახული ფიგურებიდან და სხვადასხვა შლილებიდან, ასევე ყოფითი
ნივთებიდან ამოიცნობს კუბს, კუბის შლილსა და კუბის ფორმის ნივთებს.
|
სამუშაო
ფურცლები
კუბის შლილი
კუბი
მანიპულატივი
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
1.2
(3)
|
მესამე დღე:
მოსწავლეს ვაჩვენებ მართკუთხა პარალელპიპედს.
ვახდენთ მის მსგავსებას კუბთან.
სამუშაო ფურცელზე გამოსახული შლილიდან ვახდენთ
მის ამოჭრას, ვაწებებთ შესაბამის ადგილებს და ვქმნით მართკუთხა პარალელეპიპედის
მოდელს.
მოსწავლე ასახელებს ნივთებს, რომელსაც აქვს
მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა: ღუმელი, კარადა, ასანთის კოლოფი, აგური,
წამლის ყუთი და სხვა.
კომპიუტერში ვაჩვენებ სხვადასხვა სურათებს,
მოსწავლე ამოიცნობს, რომელია კუბის ფორმის ნივთი და რომელი მართკუთხა
პარალელეპიპედის ფორმის.
|
სამუშაო
ფურცლები
მართკუთხა
პარალელეპიპედი
მართკუთხა პარალელეპიპედის
შლილი
სურათები
კომპიუტერი
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.1
(1)
|
პირველი დღე:
მოსწავლეს ვაჩვენებ მართ კუთხეს, ვაჩვენებ როგორ
იზომება ტრანსპორტირით და ვაცნობ, რომ ეს არის მართი კუთხე. შემდეგ ვხაზავ
მახვილ კუთხეს და ვუხსნი, რატომ ჰქვია მახვილი კუთხე, რას წააგავს ის. ასევე
ვხსნი ბლაგვ კუთხეს.
სამუშაო ფურცლებზე გამოსახულია მართი, მახვილი და
ბლაგვი კუთხეები. მოსწავლე ამოიცნობს მათ.
|
სამუშაო
ფურცლები
ტრანსპორტირი
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.1(1).
|
მეორე დღე:
მოსწავლე სამუშაო ფურცელზე გამოსახული
კუთხეებიდან ამოიცნობს მართ, მახვილ და ბლაგვ კუთხეებს.
ტრანსპორტირის გამოყენებით ხდება მართი კუთხის
გრადუსული ზომის ამოცნობა, მოსწავლე წერს მართი კუთხის გრადუსულ ზომას, ასევე
მიმანიშნებელი შეკითხვების დახმარებით ამოიცნობს მახვილი და ბლაგვი კუთხეების
გრადუსულ ზომებს.
სამუშაო ფურცლებზე გამოსახულია კუთხეები
გრადუსული ზომებით. მოსწავლ;ეს შეკითხვებით ვახსენებ კუთხეებს, ის ამოიცნობს რა
ტიპის კუთხეა. ასევე აწერს მათ შესაბამის ტიპს.
|
სამუშაო
ფურცლები
ტრანსპორტირი
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.1(1)
|
მესამე
დღე: მოსწავლე
ამოიცნობს სამუშაო ფურცელზე გამოსახულ მართ, მახვილ და ბლაგვ კუთხეებს, ასევე
ამოიცნობს მოცემული გრადუსული ზომის კუთხე რა ტიპის არის.
სამუშაო ფურცელზე გამოსახულია მართი კუთხე და
მართკუთხა სამკუთხედი, ბლაგვი კუთხე და ბლაგვკუთხა სამკუთხედი, მახვილი კუთხე და
მახვილკუთხა სამკუთხედი. მიმანიშნებელი შეკითხვების დახმარებით მოსწავლე აკეთებს
მსგავსებას, კუთხეებსა და სამკუთედებს შორის, მასწავლებლის მითითებით ახდენს
სამკუთხედების კლასიფიკაციას კუთხეების მიხედვით.
|
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.1 (1)
|
მეოთხე დღე:
მოსწავლე აკავშირებს ერთმანეთთან სამუშაო
ფურცლებზე გამოსახულ სამკუთხედებს მათ საახელწოდებასთან . გაცნობა ხდება
სამკუთხედების კლასიფიკაციის სქემის. მოსწავლე ერთხელ კიდევ ახდენს
სამკუთხედების კლასიფიკაციას კუთხეების მიხედვით.
სამუშაო ფურცლებზე მოცემულია სხვადასხვა ტიპის
სამკუთხედი გრადუსული ზომების მიხედვით. მოსწავლე ახდენს მათ კლასიფიკაციას და
უთითებს რა ტიპის სამკუთხედთან გვაქვს საქმე.
|
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.1 (1)
|
მეხუთე დღე:
ტესტირება
მოსწავლე ასახელებს სამუშაო ფურცელზე მოცემულ
კუთხეებს (შემოხაზავს შესაბამის დასახელებას),
ამოიცნობს გრადუსული ზომებით მოცემულ კუთხეებს, ასევე ახდენს სამკუთხედების
კლასიფიკაციას კუთხეების მიხედვით: მოცემულია სამკუთხედის გრადუსული ზომები;
ასევე მოცემულია სამკუთხედების ნახაზები.
|
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.2 (2)
|
პირველი და
მეორე დღე:
სამუშაო ფურცელზე გამოსახულია მრავალკუთხედი,
ხდება დასახელება გადამკვეთი გვერდების, მოსწავლე ახდენს გადაკვეთის წერილის
ამოცნობას. თუ გვერდებს არა აქვთ საერთო წერტილი, მოსწავლე ამოიცნობს, რომ ასეთ
მრავალკუთხედების გვერდებს არა აქვთ გადაკვეთის წერილები. პარალელოგრამისა,
მართკუთხედისა და კვადრატის შემთხვევაში ხდება პარალელური გვერდების ამოცნობა.
|
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
2.3
(3)
|
პირველი და მეორე დღე:
სამუშაო ფურცელზე მოცემულია კუბისა და მართკუთხა
პარალელეპიპედის შლილები. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ რისი შლილი შიძლება იყოს.
თითოეულ წახნაგს ვაფერადებთ სხვადსხვა ფერის მარკერით (ფლომასტერით), ვახდენთ ამ
შლილების გამოჭრას და ვაკეთებთ კუბსა და მართკუთხა პარალელეპიპედს. მოდელზე
დაყრდნობით მოსწავლე ამოიცნობს რომელი წახნაგებია (ფერების მიხედვით)
გადამკვეთი, რომელი - არაგადამკვეთი, პარალელური.
|
კუბისა და
მართკუთხა პარალელეპიპედის მაკეტები
სამუშაო
ფურცლები
|
კლასი, რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
3.1 (1,2)
|
პირველი და
მეორე დღე:
სამუშაო ფურცელზე მოცემულია სხვადსხვა ფიგურა,
რომელიც დაფარულია ბადით. მოსწავლე ასახელებს, რამდენი უჯრითაა დაფარული ეს
ფიგურა. ამოიცნობს დაახლოებით რისი ტოლი იქნება ამ ფიგურის ფართობი.
მომზადებული რესურსის დახმარებით მოსწავლე
ამოიცნობს რამდენი უჯრითაა დაფარული ორი სხვადსხვა ფიგურა და ადარებს მათ
ფართობებს.
|
რესურსი
-გამჭვირვალე ცელოფანი დაფარული ბადით
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
3.2 (1,2)
|
მესამე და
მეოთხე დღე:
სამუშაო ფურცელზე მოცემულია ფიგურები, მოსწავლე
გამჭვირვალე ბადის დახმარებით ამოიცნობს მათ ფართობებს და ადარებს ერთმანეთს.
გამოჭრილია სხვადსხვა ფიგურები,
ურთიერთშეთავსებით ადარებ, რომელი ფიგურის ფართობია მეტი. მაგ., ერთი ფიგურა
მთლიანად თავსდება მეორეში.
|
სამუსაო
ფურცლები
გამჭვირვალე
ბადით დაფარული ცელოფანი
მაკრატელი
|
კლასი,
რესურს-ოთახი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
მათემატიკის
მასწავლებელი
|
|||
4.1 (1)
|
პირველი,
მეორე და მესამე დღე:
სამუშაო ფურცელზე ვხაზავ რიცვით ღერძს, ვუთითებს
რიცხვებს სხვადასხვა ბიჯით. მოსწავლეს ვაძლევ ინსტრუქციას როგორ ჩაწეროს
მოცემული წერტილის კოორდინატი.
მუშაობა მიმდინარეობს სამუშაო ფურცლებზე.
ერთეუპვანი მონაკბვეთი არის სხვადსხავ, 1 ერთეული, 5 ერთეული, 10 ერთეული, 50 ,
100, 200 და 1000 ერთეულით. მოსწავლე ასევე ამოიცნობს და ჩაწერს რა შეიძლება
იყოს მოცემული მონაკვეთის შუაწერტილის კოორდინატი.
|
|||||||
4.1 (1)
|
მეოთხე,
მეხუთე და მეექვსე დღე:
მოსწავლის სამუსაო ფურცელზე ვახდენ ახსნას როგორ
ხდება წერტილის კოორდინატის ჩაწერა. თავდაპირველად ახსნა ხდება სხვადასხვა
საგნების დახმარებით (ვაშლი, მსხალი, ხე
და ა.შ.). მოსწავლე ამოიცნობს ამა თუ იმ საგნის კოორდინატს, ასევე მითითებული
კოორდინატების საშუალებით ახდენს ამ უჯრაზე მოთავსებული ობიექტის დასახელებას.
იგივე მუშაობა მიმდინარეობს ლათინური ანბანის
ასოების შემთხვევაში.
|
|||||||
4.2 (2)
|
პირველი და
მეორე დღე:
ბადით დაფარულ ზედაპირზე მოცემულია სხვადსხვა
საგნები, ობიექტები. მოსწავლე გადაადგილდება დასახელებული უჯრების რაოდენობით
ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ ან მარცხნივ და ამოიცნობს შესაბამის საგანს ობიექტს.
ასევე ასახელებს მითითებული მიმართულებით შესაბამისი რაოდენობის უჯრებით მდებარე
ობიეტს, საგანს.
|
|||||||
ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის
პროგრესის
მონიტორინგი
მოსწავლის სახელი, გვარი: xxxxxx
კლასი: V
საგანი: მათემატიკა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ხათუნა მარკოზაშვილი
მონაცემები მოსწავლის მიღწევის დონის შესახებ საგნობრივ პროგრამასთან მიმართებაში
მოსწავლემ
სასწავლო წლის დასასრულს გამოავლინა შემდეგი სასწავლო შედეგი/ები
|
შედეგის
მიღწევას ადასტურებს შემდეგი ინდიკატორი/ები
|
· კოორდინატების (სიმბოლოთა
წყვილის) გამოყენებით მოსწავლე აღწერს ობიექტის მდებარეობას;
·
გადაადგილდება უჯრიან ფურცელზე ინსტრუქციების მიხედვით
|
· კოორდინატების (სიმბოლოთა
წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში
(მაგალითად, კინოთეატრი, გემების ჩაძირობანა, ჭადრაკის დაფა, რუკაზე ობიექტის მოძებნა); (მათ.V.10.)
·
გადაადგილდება უჯრიან ფურცელზე ინსტრუქციების მიხედვით
და აღწერს, როგორ მიაღწევს მოცემული უჯრიდან სხვა უჯრამდე (მაგალითად, ორი
უჯრა მარცხნივ, შემდეგ ერთი უჯრა ზევით); (მათ.V.10.)
|
· ასახელებს ფიგურის ფართობს გადამფარავი ფიგურების
დახმარებით: რამდენი კვადრატული ერთეულის ტოლია მოცემული ფიგურა; რამდენი ერთეულოვანი
კვადრატითაა დაფარული ფიგურა.
|
·
დაფარავს ფიგურას ერთნაირი არაგადამფარავი ფიგურებით
და ასახელებს დასაფარად საჭირო ფიგურების მთლიან რაოდენობას (მათ.V.9.)
|
·
შეუძლია მარტივი ერთ- და ორბიჯიანი ამოცანების ამოხსნა
შეკითხვების დახმარებით
|
· არითმეტიკული
ოპერაციების გამოყენებით ტექსტური ამოცანის ამოხსნისას, სვამს კითხვებს ამოცანის
პირობაში არასრული მონაცემების შესავსებად (მაგალითად, ამოცანის პირობა: “მოსწავლემ
სამ ფანქარში 60 თეთრი გადაიხადა. რა ღირს ერთი ფანქარი?” დაკლებული მონაცემების
შესავსებად შეიძლება დაისვას კითხვა: “სამივე ფანქრის ფასი ტოლია?”); (მათ.V.6.)
|
·
სვამს
შეკითხვებს ცხრილით, სვეტოვანი დიაგრამით მოცემული მონაცემების საფუძველზე
|
· მოცემულ თემასთან
დაკავშირებით სვამს კითხვებს შესაფერისი ფორმით (ღია, დახურული, რამდენიმე ალტერნატიული
არჩევანის მომცველი) და ამ კითხვების საშუალებით მოიპოვებს საჭირო მონაცემებს; (მათ.V.6.)
|
·
გამოკითხვის
საშუალებით ასკვნის რომელი ნაყინი უფრო უყვართ თანაკლასელებს
|
·
გამოთქვამს ვარაუდს მონაცემთა საფუძველზე (მაგალითად, გამოკითხვის “ვინ რა გადაადგილების საშუალებას იყენებს სკოლაში მისასვლელად”
შედეგების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს, დაახლოებით რამდენი ბავშვი ცხოვრობს სკოლასთან
ახლოს). (მათ.V.13.)
|
·
მოსწავლე ასახელებს რამდენნიშნაა მოცემული რიცხვი
|
·
პოულობს ახალი
რიცხვითი სახელით მოცემული (მილიონზე) დიდი რიცხვის რიგს (მაგალითად, რამდენი ციფრისგან შედგება ათობით პოზიციურ
სისტემაში ჩაწერილი ასეთი რიცხვი?); (მათ. V.1.)
|
·
კითხულობს მილიონზე დიდ რიცხვებს (მრგვალ რიცხვებს)
სათანრიგო ერთეულების გამოყენებით
|
· კითხულობს მილიონზე დიდ რიცხვებს ახალი რიცხვითი სახელების
გამოყენებით (მაგალითად, ტრილიონი და ა.შ.); განმარტავს ამ რიცხვით სახელებს; (მათ. V.1.)
|
·
რიცხვითი ღერძისა და პოსტერის „გამრავლება გაყოფა
რიცხვთა ხაზზე“ დახმარებით ასახელებს ერთნიშნა რიცხვების ჯერადებსა და გამყოფებს,
არა ყველა გამყოფს.
|
·
პოულობს მოცემული ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჯერადებსა და გამყოფებს. ( მათ. V.1.)
|
·
ამოიცნობს ლუწ და
კენტ რიცხვებს, ასევე 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს; პოსტერის „გამრავლება გაყოფა რიცხვთა
ხაზზე“ დახმარებით ასახელებს მარტივ რიცხვებს.
|
·
განასხვავებს კენტ, ლუწ, მარტივ და შედგენილ რიცხვებს, ასაბუთებს 2-ზე და 5-ზე
გაყოფადობის ნიშნებს;( მათ. V.1.)
|
·
კითხულობს და გამოსახავს წილადებს; ასახელებს მრიცხველსა
და მნიშვნელს. მოდელის დახმარებით შეუძლია შერეული წილადის წაკითხვა და ჩაწერა.
|
·
კითხულობს და გამოსახავს
ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს,
მთელ და წილად ნაწილებს; (მათ. V.2.)
|
·
ადარებს ერთნაირი მნიშვნელის მქონე ორ წილადს; ასვე
ადარებს შერეულ წილადებს მოდელზე დაყრდნობით.
|
· ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით; (მათ. V.2.)
|
·
ახდენს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივი წილადების
შეკრებას როგორც მოდელის დახმარებით, ისე ჩანაწერის გამოყენებით.
|
· ახდენს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული
მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით
(მაგალითად, ნამცხვრის ნაჭრები); (მათ. V.3.)
|
სსსმ
მოსწავლის შეფასება
მოსწავლის სახელი, გვარი: xxxxxxxx
კლასი: V
საგანი: მათემატიკა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ხათუნა მარკოზაშვილი
თარიღი: 01.10.2016 წ.
აკადემიური
უნარები
|
ძლიერი
მხარე
|
სუსტი
მხარე
|
ანგარიში
|
წერს და კითხულობს რიცხვებს მილიონამდე, მხოლოდ მრგვალ ათასეულებს,
ასეულებსა და ასეულ ათასეულებს
|
·
უჭირს
სამნიშნა, ოთხნიშნა და ხუთნიშნა
რიცხვების წაკითხვა, როცა ათასეულების, ათეულებისა და ერთეულების თანრიგის
ციფრები არ არის 0.
|
ზეპირად ახდენს მრგვალი ასეულებისა
და ათასეულების შეკრებას/გამოკლებას, მაგ. 2000+3000, ხოლო მრავალნიშნა რიცხვების
შეკრება-გამოკლებისას იყენებს წერით (ქვეშმიწერით) ალგორითმს.
|
·
მილიონამდე
რიცხვების ქვეშმიწერით გამოკლებისას ავიწყდება მასზე მაღალი თანრიგის დაშლა და
ისე გამოკლება, ურევს საკლებისა და მაკლების თანრიგებს გამოკლებისას.
|
|
შეუძლია
მარტივი ერთ- და ორბიჯიანი ამოცანების ამოხსნა შეკითხვების დახმარებით.
|
·
უჭირს
2- და მეტბიჯიანი ამოცანების ამოხსნა დახმარების გარეშე.
|
|
ამოიცნობს
წრეს და მრავალკუთხედებს. ახდენს განსხვავებას სამკუთხედსა და ოთხკუთხედს შორის.
მრვალკუთხედის დასახელებისას ახდენს მისი გვერდების დათვლას.
|
·
ერთმანეთისგან
ვერ ანსხვავებს კვდარატსა და მართკუთხედს.
|
|
ცხრილის/პიქტოგრამის
სახით მოცემული მონაცემებიდან ადგენს რომელია მეტი/ნაკლები რაოდენობის და რამდენით.
|
·
ვერ
ახდენს ორი რომელიმე ობიექტის (დასახელების) რაოდენობის შედარებას სხვა ორი
ობიექტის (დასახელების) რაოდენობასთან.
|
|
აღწერს
ცხრილით/ პიქტოგრამით/ სვეტოვანი დიაგრამით
მოცემული მონაცემებს სიტყვიერად
|
·
ზოგჯერ
უჭირს სვეტოვანი დიაგრამის წაკითხვა
|
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი
განმხორციელებელი: ხათუნა
მარკოზაშვილი
მოსწავლე: xxxxxxx
კლასი: V
საგანი: მათემატიკა
მიზანი: სიმბოლოთა წყვილის
გამოყენებით წერს მოცემული ობიექტის მდებარეობას და პირიქით, ობიექტის მდებარეობას
ასახელებს სიმბოლოთა წყვილის გამოყენებით.
მიზნის შესაბამისი
აქტივობები
|
18.11. 2016
|
21.11. 2016
|
23.11. 2016
(გაკვეთილზე)
|
23.11. 2016
(რესურს-ოთახი)
|
24.11. 2016.
|
25.11. 2016
|
28.11. 2016
|
30.11. 2016 (გაკვეთილზე)
|
30.11. 2016 (რესურს-ოთახი)
|
|
1
|
სიმბოლოთა წყვილის
გამოყენებით წერს ობიექტის/ წერტილის კოორდინატებს
|
მნიშვნელოვანი
ხარვეზებით წერს ობიექტის კოორდინატებს
|
მცირედი
ხარვეზებით წერს ობიექტის კოორდინატებს
|
მცირედი ხარვეზებით წერს ობიექტის კოორდინატებს
|
მცირედი ხარვეზებით წერს ობიექტის კოორდინატებს
|
დამოუკიდებლად
წერს ობიექტის კოორდინატებს
|
დამოუკიდებლად
წერს ობიექტის კოორდინატებს
|
დამოუკიდებლად
წერს ობიექტის კოორდინატებს
|
დამოუკიდებლად
წერს ობიექტის კოორდინატებს
|
დამოუკიდებლად
წერს ობიექტის კოორდინატებს
|
2
|
სიმბოლოთა წყვილის
გამოყენებით ასახელებს ობიექტის კოორდინატებს
|
მნიშვნელოვანი
ხარვეზებით ასახელებს მითითებული ობიექტის კოორდინატებს
|
მნიშვნელოვანი ხარვეზებით
ასახელებს მითითებული ობიექტის კოორდინატებს
|
მცირედი ხარვეზებით
ასახელებს მითითებული ობიექტის კოორდინატებს
|
მცირედი ხარვეზებით
ასახელებს მითითებული ობიექტის კოორდინატებს
|
დახმარების გარეშე
ასახელებს მითითებული ობიექტის კოორდინატებს
|
დახმარების გარეშე
ასახელებს მითითებული ობიექტის კოორდინატებს
|
დახმარების გარეშე
ასახელებს მითითებული ობიექტის კოორდინატებს
|
დახმარების გარეშე
ასახელებს მითითებული ობიექტის კოორდინატებს
|
დახმარების გარეშე
ასახელებს მითითებული ობიექტის კოორდინატებს
|
3
|
კოორდინატების
საშუალებით პოულობს და ასახელებ ობიექტს
|
მნიშვნელოვანი
ხარვეზებით ასახელებს და პოულობს ობიექტს კოორდინატების გამოყენებით
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს და პოულობს ობიექტს კოორდინატების გამოყენებით
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს და პოულობს ობიექტს კოორდინატების გამოყენებით
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს და პოულობს ობიექტს კოორდინატების გამოყენებით
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და პოულობს ობიექტს კოორდინატების გამოყენებით
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და პოულობს ობიექტს კოორდინატების გამოყენებით
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და პოულობს ობიექტს კოორდინატების გამოყენებით
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და პოულობს ობიექტს კოორდინატების გამოყენებით
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და პოულობს ობიექტს კოორდინატების გამოყენებით
|
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი
განმხორციელებელი: ხათუნა
მარკოზაშვილი
საგანი: მათემატიკა
მიზანი: მოსწავლემ
გაიაზროს ცნებები ლუწი და კენტი რიცხვები;
ჩამოაყალიბოს 2-ზე გაყოფადობის ნიშანი
და გამოიყენოს ეს ცოდნა მაგალითების ამოხსნისას.
მიზნის შესაბამისი
აქტივობები
|
7.12. 2016
(გაკვეთილზე)
|
7.12. 2016
(რესურს-ოთახი)
|
8.12. 2016
|
9.12. 2016
|
12.12. 2016.
|
14.12. 2016
(გაკვეთილზე)
|
14.12. 2016
(რესურს-ოთახი)
|
15.12 . 2016
|
16.12. 2016
|
|
1
|
ასახელებს/წერს რიცხვის ჯერადებს
|
მნიშვნელოვანი
ხარვეზებით ასახელებს რიცხვის ჯერადებს
|
მნიშვნელოვანი
ხარვეზებით ასახელებს და წერს რიცხვის ჯერადებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს რიცხვის ჯერადებს
|
მცირედიხარვეზებით
ასახელებს და წერს რიცხვის ჯერადებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს ჯერადებს
|
დამოუკიდებლად
წერს რიცხვის ჯერადებს
|
დამოუკიდებლად
წერს და ასახელებს რიცხვის ჯერადებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს რიცხვის ჯერადებს
|
დამოუკიდებლად
წერს და ასახელებს რიცხვის ჯერადებს
|
2
|
ასახელებს/წერს რიცხვის
ყველა გამყოფს
|
მნიშვნელოვანი ხარვეზებით
წერს რიცვხის გამყოფებს
|
მნიშვნელოვანი
ხარვეზებით ასახელებს და წერს რიცხვის გამყოფებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს და წერს რიცხვის
გამყოფებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს და წერს რიცხვის
ყველა გამყოფს
|
დამოუკიდებლად ასახელებს და წერს რიცხვის გამყოფებს
|
დამოუკიდებლად ასახელებს და წერს რიცხვის გამყოფებს
|
დამოუკიდებლად ასახელებს და წერს რიცხვის გამყოფებს
|
დამოუკიდებლად ასახელებს და წერს რიცხვის გამყოფებს
|
დამოუკიდებლად ასახელებს და წერს რიცხვის გამყოფებს
|
3
|
ასახელებს/წერს ლუწ რიცხვებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს და წერს ლუწ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს ლუწ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს ლუწ რიცხვებს
|
-
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს და წერს ლუწ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს ლუწ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს ლუწ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს ლუწ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს ლუწ რიცხვებს
|
4
|
ასახელებს/წერს კენტ რიცხვებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს და წერს კენტ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს კენტ რიცხვებს
|
-
|
მცირედი ხარვეზებით
ასახელებს და წერს კენტ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს კენტ რიცხვებს
|
-
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს კენტ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს კენტ რიცხვებს
|
დამოუკიდებლად
ასახელებს და წერს კენტ რიცხვებს
|
5
|
აყალიბებს/იყენებს 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს
|
მნიშვნელოვანი
ხარვეზებით ასახელებს და იყენებს 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს და იყენებს 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს
|
-
|
მცირედი
ხარვეზებით ასახელებს 2-ზე გაყოფადობის ნიშნებს
|
გაკვეთილის გეგმა
18.11.2016 წელი
1.
გაკვეთილის თემა
|
საკოორდინატო ბადე
|
||||||||||||||||||||||||
2. სწავლების საფეხური
და კლასი
|
დაწყებითი საფეხური, V კლასი
|
||||||||||||||||||||||||
3. საგანი/საგნენები, მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი, გვარი
|
მათემატიკა
მასწავლებელი
ხათუნა მარკოზაშვილი
|
||||||||||||||||||||||||
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
19 მოსწავლე
|
||||||||||||||||||||||||
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
და პროფილი
|
სსსმ მოსწავლე - 1 მოსწავლე
(მხედველობადაქვეითებული)
|
||||||||||||||||||||||||
6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები
გამოიყენებენ არსებულ ცოდნას გეოგრაფიაში (საგანი ბუნებისმეტყველება),
დაამყარებელ არსებულ ცოდნას ახალთან, რის შედეგად ისინი მარტივად შეძლებენ
ორიენტირებას რეალურ სიტუაციაშიც.
|
||||||||||||||||||||||||
7. გაკვეთილის სასწავლო
მიზნები (საგნების მიხედვით)
|
მოსწავლეები პოულობენ ობიექტის
მდებარეობას სიმბოლოთა წყვილით და პირიქით, ობიექტის მდებარეობას აღწერენ
სიმბოლოთა წყვილის გამოყენებით;
სსსმ
მოსწავლე: სიმბოლოთა წყვილის გამოყენებით წერს
მოცემული ობიექტის მდებარეობას და პირიქით, ობიექტის მდებარეობას ასახელებს
სიმბოლოთა წყვილის გამოყენებით.
|
||||||||||||||||||||||||
8. ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
·
კოორდინატების (სიმბოლოთა წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში (მაგალითად, კინოთეატრი, გემების ჩაძირობანა, ჭადრაკის დაფა, რუკაზე ობიექტის მოძებნა);
|
||||||||||||||||||||||||
9. წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან რიცხვითი სხივზე
წერტილის კოორდინატის განსაზღვრა; იციან მითითებული კოორდინატის მიხედვით
წერტილის პოვნა რიცხვით სხივზე. იციან უჯრიან ფურცელზე ობიექტის გადაადგილების
მიმართულების აღწერა.
სსსმ
მოსწავლემ იცის რიცხვით სხივზე ერთეულოვანი მონაკვეთის
მონიშვნა და წერტილის კოორდინატის განსაზღვრა.
|
||||||||||||||||||||||||
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
A
ფაზა - გამოწვევა 7 წთ
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
- 2 წთ
აქტივობა
1.
საშინაო დავლების შემოწმება - 5 წთ
გაკვეთილის დასაწყისშივე სსსმ მოსწავლეს ვაძლევ
ფურცელს, სადაც დახაზულია რიცხვითი ღერძი, მონიშნულია ერთეულოვანი მონაკვეთი,
მითითებულია მხოლოდ ორი წერტილის მნიშვნელობა. მოცემულობის მიხედვით მოსწავლემ
უნდა ამოიცნოს და დაწეროს მონიშნული წერტილის კოორდინატი.
დაფასთან ერთობლივი განხილვით ვახდენთ
საშინაო დავალების შემოწმებას. დაფასთან რიგ-რიგობით გამოდიან მოსწავლეები
(წყვილებად) და წერენ საშინაო დავალების ნომრებს (საახელმძღვანელო. გვ. 70. #18,19
20. (დანართი 1). პარალელურად დავდივარ
მერხებშუა და ვამოწმებ
მოსწავლეთა მიერ შესრულებულ დავალებას, ვაკეთებ
კონსტრუქციულ უკუკავშირს
დავალებაზე.
აქტივობა
2. ახალი მასალის ახსნა - 3 წთ
მოსწავლეებს, მათ შორის სსსმ მოსწავლესაც ვთხოვ,
აღწერონ
მათი ადგილის მდებარეობა თანაკლასელის მიმართ. მოსწავლეები სავარაუდოდ ამბობენ,
რომ ის მარჯვნივაა ერთი თანაკლასელის მიმართ (მოსწავლის სახელის მითითებით),
ხოლო მეორეს მიმართ - მარცხნივ. ან იყენებენ სიტყვებს: წინ და უკან. მუშაობის
პროცესში ჩართულია სსსმ
მოსწავლეც.
მოსწავლეებს
ვუთითებ
სახელმძღვანელოს გვერდს და ნომერს (გვ.73; სავარჯიშო #1 - დანართი 2) და ვხსნი
ახალ მასალას: დაფაზე შეძლებისდაგვარად გადამაქვს
სახელმძღვანელოში მოცემული სურათი, ვუთითებ
მხოლოდ ჰორიზონტალური ღერძზე ერთეულ მონაკვეთებს, ანუ ვწერ მხოლოდ ამ რიცხვებს და
მოსწავლეებს ვუსვამ
შეკითხვას:
-
რა არის „ბუ“-ს კოორდინატი? „პოლიციის“?
„“ფოსტის?
ვასახლებ
სურათზე მოცემულ ყველა ობიექტს, მოსწავლეები იძლევიან შესაბამის პასუხს.
ვშლი
ჰორიზონტალური ღერძის გასწვრივ დაწერილ რიცხვებს, ვაწერ
ვერტიკალურ ღერძძე რიცხვებს და ვსვამ
იგივე შეკითხვას. მოსწავლეები ასახელებენ მითითებული წერტილის კოორდინატებს.
ისევ
ვწერ
ჰორიზონტალური ღერძის გასწვრივ რიცხვებს და მოსწავლეებს ვეკითხები:
-
ასეთ შემთხვევაში რა იქნებოდა „ბუს“
კოორდინატი? დაახასიათეთ ორი რიცხვით?
მოსწავლეთა
პასუხებია 2 და 4 ან 4 და 2.
აქ მოსწავლეებს ვაწვდი
განმარტებას, რომ პირველ რიგში ვასახელეთ
ჰორიზონტალურ ღერძის კოორდინატს, შემდეგ კი ვერტიკალური ღერძის კოორდინატს.
მოსწავლეები ახლა უკვე სწორად ასახელებენ ბუს კოორდინატებს 2 და 4. ისევ ვაძლევ
განმარტებას: წერტილის კოორდინატების განსაზღვრისათვის, ისევე როგორც რიცხვით
ღერძზე, ვიყენებთ ფრჩხილებს და ამ ორ რიცხვს ერთმანეთისაგან გამოვყოფთ
წერტილ-მძიმის საშუალებით. დაფაზე ვაკეთებ
შესაბამის ჩანაწერს: ( 2; 4 ). აქვე განვმარტავ, რომ ასეთი სახით წარმოდგენილ
კვადრატულ ბადეს საკოორდინატო ბადეს უწოდებენ.
ჩემი
თხოვნით ერთი მოსწავლე გამოდის დაფასთან და წერს „პოლიციის“ კოორდინატებს. ვასრულებთ
სავარჯიშო #1-ს.
B ფაზა
- ცოდნის კონსტრუირება - 25 წთ
აქტივობა
3. მთელ კლასთან მუშაობა - 10 წთ
მოსწავლეები ერთობლივი ინტერაქციით
მუშობენ სახელმძღვანელოს სავარჯიშოებზე. გვ.73 სავარჯიშო #2, 3. (დანართი 2)
პარალელურად ვმუშაობ
სსსმ მოსწავლესთან. მისთვის
წინა დღეს საშინაო დავალებად მიცემული მქონდა ახალი მასალა: ბადიან ფურცელზე
მომზადებული მაქვს
საკოორდინატო ბადე სხვადასხვა ობიექტებით. ფურცელზე მითითებულია, თუ როგორ უნდა
იპოვნოს მოსწავლემ წერტილის კოორდინატი. ვხსნი
ერთ-ერთი ობიექტის მაგალითზე. აქვე ვაძლევ
დავალებას, იპოვნოს დანარჩენი ობიექტების კოორდინატები (შებრუნებული საკლასო
ოთახის მოდელის გამოყენება). სსსმ
მოსწავლე მონაწილეობას იღებს კლასის მუშაობაში. ის ასახელებს ობიექტის
კოორდინატებს და წერს დაფაზე.
C ფაზა
- გამთლიანება - 13 წთ
აქტივობა
4. დამოუკიდებელი სამუშაო - 10 წთ
მოსწავლეები
დამოუკიდებლად მუშაობენ სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებზე. გვ.75. სავარჯიშო #1, 2, 3. (დანართი 3)
დამოუკიდებლად
მუშაობს სსსმ მოსწავლეც.
სპეციალურად მისთვის მომზადებულ ბარათზე წერს მითითებული ობიექტის კოორდინატებს.
ამ დროს მე ვამოწმებ
მის საშინაო დავალებას და ვაკეთებ
წერილობით უკუკავშირს.
სამუშაოს
დასრულების შემდეგ ორი მოსწავლე გამოდის დაფასთან და წერს შესრულებულ დავალებას.
დანარჩენი კლასი ადარებს საკუთარ ნამუშევართან.
აქტივობა .
შეჯამება, შეფასება-საშინაო დავალების მიცემა – 5 წთ
ჩემი
თხოვნით მოსწავლეები ახდენენ საკითხის შეჯამებას.
შეფასების
სქემის საფუძველზე ქულით ვაფასებ
(განმსაზღვრელი შეფასება) მოსწავლეებს.
შეფასება ხდება მხოლოდ იმ მოსწავლეების, რომლებზეც ვახორციელებ
ფოკუსირებულ დაკვირვებას.
ასევე ვაფასებ
სსსმ მოსწავლეს.
ვიყენებ როგორც განმსაზღვრელ, ისე განმავითარებელ შეფასებას. მას ვაძლევ
წინასწარ მომზადებულ საშინაო დავალებას.
დაფაზე ვუთითებ
საშინაო დავალებას; სახელმძღვანელო. გვ. 75-76
სავარჯიშო # 6, 7 (დანართი #4).
|
||||||||||||||||||||||||
11. შეფასება
|
სსსმ
მოსწავლის შეფასებისას ვიყენებ
განმავითარებელ შეფასებას შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით.
განმსაზღვრელ შეფასებასისათვის ვიყენებ
შეფასების რუბრიკას.
შეფასების რუბრიკა:
თითოეული კომპონენტის ხვედრითი წილი მითითებულია
ფრჩხილებში.
1- ასრულებს;
0 - ვერ ასრულებს.
სსსმ მოსწავლისათვის
შეფასება ასეთია:
0 - ვერ ასრულებს, 1- ასრულებს დახმარებით; 2 - ასრულებს დამოუკიდებლად;
|
||||||||||||||||||||||||
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელძღვანელო, თაბახის ფურცლები,
ფლომასტერები/ფანქრები, დაფა, ცარცი, სსსმ მოსწავლისათვის მომზადებული სამუშაო ფურცლები,
მარკერები/ფლომასტერები.
|
შენიშვნა:
ამ და შემდგომ გაკვეთილებზე
განვახორციელებ სსსმ მოსწავლის
მონიტორიგს.
სსსმ მოსწავლისათვის მომზადებულ ბარათებზე
წერია დიდი ზომის ასოები და რიცხვები. მიუხედავად ამისა, საჭიროება განაპირობებს წავუკითხო
მას დავალება და მისი შესრულების ინსტრუქციები.
„შებრუნებული საკლასო ოთახის“ მოდელის გამოყენების
დროს ახალი მასალის ახსნა ხდება სახლში, ხოლო განმტკიცება გაკვეთილზე. ახალი მასალის
ახსნა მოსწავლისათვის შეიძლება მიწვდილი იყოს როგორც ელექტრონულად, ასევე ნაბეჭდი სახითაც.
ასევე მიეთითოს სახელმძღვანელო, ან ინტერნეტ-რესურსები (მათ შორის youtube.com). მოსწავლე სახლში დამოუკიდებლად
ეცნობა ახალ მასალას. გაკვეთილზე ხდება ნასწავლის შემოწმება სხვადასხვა ფორმით: შეკითხვევით, დავალებათა შესრულებით,
ტესტირებით და ა.შ.გაკვეთილზე ასევე ხდება
ნასწავლის განმტკიცება.
დანართი #1. საშინაო დავალება
18) ერთ-ერთი სახლის
240 ბინადრიდან თითოეული დღეში მიახლოებით 30 ლიტრ წყალს ხარჯავს, მიახლოებით რა ოდენობა წყალი უნდა მიაწოდოს ამ სახლს აპრილის თვეში?
19) შეასრულეთ გამრავლება:
ა) 11 053 * 123; ბ) 32 567 * 32 გ) 65 156 * 806
20) იპოვეთ 42 a + 68 b, თუ a
= 1 204, b = 324.
მათემატიკის გაკვეთილის/აქტივობის
დაგეგმვის სქემა
თემა - ლუწი და კენტი
რიცხვები. 2-ზე და 5-ზე გაყოფადობის ნიშნები.
მასწავლებელი - ხათუნა
მარკოზაშვილი
7 დეკემბერი; 2016 წელი
საგანი
მათემატიკა
|
კლასი
V კლასი
|
|||
დრო:
45 წუთი
|
||||
შესავალი
|
||||
გაკვეთილის/აქტივობის
ძირითადი მიზანი:
მოსწავლეებმა გაიაზრონ ცნებები ლუწი და კენტი
რიცხვები; ჩამოაყალიბონ 2-ზე და 5-ზე
გაყოფადობის ნიშნები და გამოიყენონ ეს ცოდნა ამოცანების/მაგალითების ამოხსნისას.
სსსმ
მოსწავლე: მოსწავლემ გაიაზროს ცნებები ლუწი და კენტი
რიცხვები; ჩამოაყალიბოს 2-ზე გაყოფადობის ნიშანი და გამოიყენოს ეს ცოდნა მაგალითების
ამოხსნისას.
|
||||
სწავლის
შედეგები
|
||||
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. V . 1 .
მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი
სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების
კლასიფიკაცია
სსსმ მოსწავლე:
მათ. V . 1 .
მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი
სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების
კლასიფიკაცია
|
||||
წინარე ცოდნა
|
||||
ნატურალური რიცხვის ცნება, ჯერადი, გამყოფი, გამრავლებისა და გაყოფის
კომპონენტები, ნაშთიანი და უნაშთო გაყოფა.
|
||||
წინარე ცოდნის შეფასება
|
||||
წინა გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად ვიცი, რომ მოსწავლეებს ძირითადად შეუძლიათ დაასახელონ რიცხვის ჯერადები და გამყოფები, ზოგიერთი მოსწავლე ასახელებს
ჯერადებს, მაგრამ უჭირთ ყველა გამყოფის დასახელება; მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოადგინონ
რიცხვის ჯერადები რიცხვთა ღერძის დახმარებით; შეუძლიათ ასევე პოსტერის „გამრავლება-გაყოფა
რიცხვთა ხაზზე“ დაასახელონ 100-ის ჩათვლით რიცხვების ყველა გამყოფი და ყველა ჯერადი;
ზოგიერთი ასახელებს ყველა ჯერადს, მაგრამ უჭირს დაასახელოს ყველა გამყოფი.
მზაობის
უფრო
კონკრეტული
შეფასება
ხდება
საშინაო
დავალების
ერთობლივი
გარჩევის
დროს
- ნათელი
ხდება
ვის
არა
აქვს
გათავისებული
ჯერადისა და გამყოფის ცნება, ან საკლასო დავალებათა
შესრულებისას ღერძის დახმარებით ახდენს 2-ის, 5-ის და/ან 10-ის ჯერად რიცხვებს და
გამოაქვთ სათანადო დასკვნები: აყალიბებენ 2-ზე, 5-ზე და 10-ზე გაყოფადობის ნიშნებს;
ან რიცხვთა ღერძის დახმარებით წარმოადგენენ 2-ის, 5-ის და/ან 10-ის ჯერად რიცხვებს,
მაგრამ უჭირთ შესაბამისი დასკვნების ჩამოყალიბება: აყალიბებენ 2-ზე ან 5-ზე გაყოფადობის
ნიშნებს. ნათელი ხდება ვის შეუძლია კენტი და ლუწი რიცხვების ამოცნობა და ვის -არა.
სსსმ
მოსწავლე:
წინა გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად მოსწავლემ
იცის 2-ის; 4-ის; 5-ის; 10-ის, 20-ის, 50-ის თუ 100-ის ჯერადი რიცხვების
წარმოდგენა რიცხვთა ღერძზე; ასევე პოსტერზე „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
დახმარებით ასახელებს, მოცემული რიცხვი
იყოფა თუ არა 2-ზე, ან 3-ზე, ან 5-ზე, ან 10-ზე.
მზაობის უფრო კონკრეტული შეფასება ხდება საკლასო
დავალებათა შესრულების დროს - ნათელი ხდება შეუძლია თუ
არა ამოიცნოს ლუწი და კენტი რიცხვები, ამოიცნოს 2-ის ჯერადი რიცხვები.
|
||||
გაკვეთილის/აქტივობის გეგმა
|
||||
მოსწავლეთა
დაჯგუფების ფორმები:
მთელი კლასი, ინდივიდუალური, წყვილები, სსსმ მოსწავლე.
დაჯგუფების
კრიტერიუმები:
დიფერენცირება მზაობის მიხედვით
|
||||
სასწავლო მასალა:
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი,
პოსტერი „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“, ასევე ინდივიდუალურად თაბახის
ფურცლებზე პოსტერი „გამრავლება-გაყოფა
რიცხვთა ხაზზე“. დავალებათა ბარათები, წითელი/მწვანე ბარათები, გამოსაძახებელი
ჩხირები. დავალებათა ბარათები
სსსმ მოსწავლისათვის.
|
||||
გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები
|
||||
I
მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით ხდება
შესამზადებელი საშინაო დავალების თითოეული ამოცანის გარჩევა; მოსწავლეებს აქტიურდებათ
არსებული წინა ცოდნა; მათი გონება მოიგეზება ისე, რომ ახალი ცოდნა
თვითონ ააგონ;
არსებითად, პრაქტიკულად უკვე დაეუფლებიან იმას, რაც უნდა ისწავლონ; ვაფასებ მოსწავლეთა მზაობას და საგანგებოდ ვეხმარები არასაკმარისი მზაობის მქონე მოსწავლეებსა და სსსმ მოსწავლეს.
|
II
მოსწავლეები მხოლოდ გააცნობიერებენ და
ჩამოაყალიბებენ იმას, რაც, არსებითად, უკვე იციან პრაქტიკულ დონეზე; ეს ხდება
როგორც მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით, ისე წყვილებში მუშაობით; ვაფასებ მოსწავლეთა მზაობას და საგანგებოდ ვეხმარები არასაკმარისი მზაობის მქონე მოსწავლეებს და სსსმ მოსწავლეს.
|
III
მოსწავლეები იმუშავებენ ნაწილობრივ კლასში
ერთობლივად, ნაწილობრივ კი შინ დამოუკიდებლად, შედეგებს მთელ კლასთან ერთობლივი
ინტერაქციით განიხილავენ;
ამ დროს გავიგებ, სსსმ
მოსწავლემ როგორ მიაღწია
დასახულ მიზანს, სჭირდება თუ არა შემდგომი დახმარება; ამას გავითვალისწინებ შემდეგი გაკვეთილების
დაგეგმვისას; ვაწარმოებ სსსმ მოსწავლის პროგრესის მონიტორინგს.
|
||
შეფასება:
|
||||
ვმოძრაობ მერხებს შორის, დროდადრო ვინიშნავ წყვილების მუშაობის პროცესს. განსაკუთრებით ხშირად ვაკვირდები სსსმ მოსწავლეს და არასაკმარისი მზაობის წყვილებს, ვსვამ მათთან შეკითხვებს და საჭიროების შემთხვევაში ვაკეთებ სკაფოლდინგს, ვეხმარები, რათა მათ
შეძლონ დავალების შესრულება;
მოსწავლეებს
დარიგებული აქვთ „შუქნიშნის ბარათები“, საჭიროების შემთხვევაში ისინი თავად მანიშნებენ შესაბამის ფერის „შუქნიშნას“; ის მოსწავლეები,
რომლებიც დავალებას ადრე გაართმევენ თავს, შეასრულებენ დამატებით დავალება -
მოსწავლეებს აქვთ არჩევანის საშუალება: წიგნში მასწავლებლის მიერ მითითებული ნომრებიდან.
|
||||
დამატებითი
რესურსი:
|
||||
|
||||
გაკვეთილის
მსვლელობა:
I ფაზა - „წინასწარ“
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება - 1-2 წთ
პოსტერი „გამრავლება-გაყოფა რიცხვტა ხაზზე“ გაკრულია
კლასში თვალსაჩინო ადგილზე. მოსწავლეები საჭიროებისამებრ იყენებენ მას.
აქტივობა 1.
საშინაო დავლების განხილვა 5-8 წთ
გამოსაძახებელი
ჩხირების დახმარებით დაფასთან ვიძახებ მოსწავლეებს
რიგ-რიგობით და ვახდენთ საშინაო
დავალების შემოწმებას (სახელმძღვანელო, გვ.125 # 3, #5 ; გვ.128. #11 ). დანარჩენი კლასი ადარებს
საკუთარ ნამუშევარს და დაფასთან გამოსულ მოსწავლეებს აფასებს მწვანე/წითელი
ბარათებით. (სწორი პასუხისათვის იყენებენ მწვანე ბარათს, არასწორი პასუხისათვის კი
- წითელ ბარათს). პარალელურად დავდივარ მერხებშუა
და ვამოწმებ მოსწავლეთა მიერ შესრულებულ საშინაო დავალებას (დანართი
#1.). თითოეულ მოსწავლეს ვაწვდი კონსტრუქციულ უკუკავშირს და და
შედეგებს ვინიშნავ სააღრიცხვო ცხრილში
(დანართი 3) მათი მზაობის დონის დასადგენად.
II ფაზა - „შემდგომ“
აქტივობა 2 - მუშაობა მთელ კლასთან - 3-5 წთ
მოსწავლეებს
ვთხოვ, რიცხვით
ღერძზე წარმოადგინონ რიცხვები 30-ის
ჩათვლით და შემოხაზონ ის რიცხვები, რომლებიც უნაშთოთ იყოფა 2-ზე. სსსმ მოსწავლეს ვაწვდი ფურცელზე დახაზულ რიცხვით ღერძს
ერთეული მონაკვეთებით და ვთხოვ, რიცხვით
ღერძზე წარმოადგინოს რიცხვები 1-ის ბიჯით და შემოხაზოს ის რიცხვები, რომლებიც 2-ზე
იყოფა. მუშაობის პროცესში სსსმ
მოსწავლე იყენებს კდელზე გაკრულ პოსტერს „გამრავლება-გაყოფა რიცხვთა ხაზზე“
სამუშაოს
დასრულების შემდეგ ჩემი თხოვნით სსსმ
მოსწავლე ასახელებს 2-ის
ჯერად რიცხვებს 2, 4, 6, 8, 10, 12 (რაც მას აქვს წარმოდგენილი), ხოლო დანარჩენ
რიცხვებს კი - ერთ-ერთი მოსწავლე. პარალელურად ვაფიქსირებ დაფაზე
მოსწავლეთა მიერ დასახელებულ რიცხვებს.
კლასს მივმართავ კითხვით:
-
რა
ციფრებით ბოლოვდება ეს რიცხვები?
შესაბამისი პასუხია:
-
0-ით, 2-ით, 4-ით, 6-ით და 8-ით.
მოსწავლეებს ვაძლევ განმარტებას
ლუწი რიცხვების შესახებ.
შეკითხვა:
-
თუ რიცხვი არ ბოლოვდება ლუწი ციფრით, როგორი რიცხვი
იქნება ეს რიცხვი?
სავარაუდო პასუხია:
-
ეს რიცხვი იქნება კენტი რიცხვი.
ერთ-ერთ მოსწავლეს
ვაკითხებ შესაბამის განმარტებას სახელმძღვანელოში (გვ.124 მუქი
შრიფტით მოცემული ტექსტი).
პარალელურად სსსმ მოსწავლეს
ფურცელზე ვუწერ ლუწი
რიცხვის განმარტებას.
აქტივობა 3. მუშაობა წყვილებში - 10-15 წთ
მოსწავლეები
გაკვეთილის დასაწყისშივე სხედან წყვილებად მზაობის მიხედვით ისე, რომ მათ ეს არ
იციან. საჭიროებისამებრ ვახდენ წყვილების
ახალ მოწყობას მზაობის მიხედვით (შესაძლოა საჭირო არც გახდეს წყვილების შეცვლა), თითოეულ წყვილს ვურიგებ მზაობის მიხედვით დავალებებს და ვაძლევ ინსტრუქციებს: ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და ისე
შეასრულეთ, მუშაობის პროცესში გამოიყენეთ „შუქნიშნის ბარათები“. რომელი ჯგუფიც
დაამთავრებთ სამუშაოს, გამოიყენეთ
მწვანე ბარათი და საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინეთ დაფაზე. წინასწარ შეთანხმდით,
ვინ გააკეთებს პრეზენტაციას.
დავალებები მზაობის მიხედვით:
მაღალი მზაობის - რიცხვით სხივზე წარმოადგინეთ 2-ისა და 5-ის
ჯერადი რიცხვები. წრეში ჩასვით რიცხვები, რომლებიც იყოფა მხოლოდ 2-ზე, ხოლო
კვადრატში ან სამკუთხედში - რიცხვები, რომლებიც იყოფა 5-ზე. რომელი რიცხვებია, რომლებიც
იყოფა 2-ზე და 5-ზე? ლუწია თუ კენტი ეს
რიცხვები? რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ? კიდევ რა რიცხვზე იყოფა მოცემული
რიცხვები?
საშუალო მზაობის - რიცხვით სხივზე წარმოადგინეთ 5-ის ჯერადი
რიცხვები. შემოხაზეთ ეს რიცხვები. ლუწია
თუ კენტი ეს რიცხვები? რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ? ჩამოაყალიბეთ 5-ზე გაყოფა
რა შემთხვევაში შეიძლება.
არასაკმარისი მზაობის - რიცხვით სხივზე წარმოადგინეთ 2-ის ჯერადი
რიცხვები. შემოხაზეთ ეს რიცხვები. ლუწია
თუ კენტი ეს რიცხვები? რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ? ჩამოაყალიბეთ 2-ზე გაყოფა
რა შემთხვევაში შეიძლება.
ცალკე
ვმუშაობ სსსმ მოსწავლესთან. მას ფურცელზე ვუწერ დავალებას:
რომელი რიცხვებია ლუწი
რიცხვები? გაუსვი ქვეშ ხაზი: 1434; 15423; 28671; 28678; 37496; 395275.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.
III ფაზა - „შემდგომ“
აქტივობა 4. დამოუკიდებელი
სამუშაო - 5-7 წთ.
მოსწავლეებს ვაძლევ ინსტრუქციებს, რომ მათ დამოუკიდებელი
სამუშაოს შესრულების დრო არის 5წთ. ვინც დროზე ადრე დაამთავრებს სამუშაოს,
გამოიყენოს მწვანე ბარათი, შეკითხვების შემთხვევაში კი- შესაბამისი ფერის
„შუქნიშნის ბარათები“. მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ სახელმძღვანელოში
წარმოდგენილ სავარჯიშოზე. გვ. 127. #17 ა)
და ბ):
ა) დაწერეთ რაიმე ლუწი
სამნიშნა ნატურალური რიცხვი და ლუწი ოთხნიშნა ნატურალური რიცხვი. შეამოწმეთ, რომ
მათი ჯამი და სხვაობა ლუწია.
ბ) დაწერეთ რაიმე ლუწი
სამნიშნა რიცხვი და კენტი ორნიშნა ნატურალური რიცხვი. შეამოწმეთ მათი ჯამი ან
სხვაობა თუ იყოფა 2-ზე.
დავდივარ მერხებშუა და ვამოწმებ მოსწავლეთა მიერ
შესრულებულ დავალებას, ვაკეთებ უკუკავშირს.
1 წუთით ადრე მოსწავლეებს ვახსენებ, რომ დარჩა 1 წთ. დროის ამოწურვის შემდეგ დაფასთან
გამოდის ის ორი მოსწავლე, რომელმაც პირველმა დაასრულა სამუშაო. დანარჩენი კლასი
ამოწმებს შესრულებულ დავალებას და აფასებს მათ წითელი/მწვაე ბარათებით.
აქტივობა 4 . შეჯამება,
შეფასება, საშინაო დავალების მიცემა - 7-8 წთ
მოსწავლეთა პრეზენტაციის დასრულების, ვაჯამებ საკითხს. სსსმ
მოსწავლეს ვთხოვ, დაასკვნას, რა შემთხვევაში
იყოფა რიცხვი 2-ზე (სავარაუდო
პასუხი: ლუწი რიცხვები იყოფა 2-ზე) , შემდეგ კი მოსწავლეების დახმარებით ვაყალიბებ 2-ზე, 5-ზე და
10-ზე გაყოფადობის ნიშნებს. სსსმ
მოსწავლეს ვთხოვ, თავისი სიტყვებით გადმოსცეს 2-ზე, 5-ზე და 10-ზე გაყოფადობის ნიშნები.
სააღრიცხვო ცხრილის დახმარებით ვაფასებ რამოდენიმე
მოსწავლეს. ვიყენებ განმსაზღვრელ
შეფასებას, ხოლო სსსმ მოსწავლეს
ვაძლევ წერილობით
უკუკავშირს.
შეფასების შემდეგ დაფაზე ვწერ საშინაო დავალებას: სახელმძღვანელო. გვ.128. #13; 14; 15; 16;17
(დანართი 2).
სსსმ მოსწავლეს ვაძლევ თაბახის ფურცელზე გამზადებულ საშინაო დავალებას:
ü რა 2-ის ჯერადი რიცხვები, გაუსვი ქვეშ ხაზი:
4829; 4268; 37465;498134; 12456; 1355;
ü რომელი რიცხვებია კენტი? გაუსვი ქვეშ ხაზი:
23456; 154321; 19876; 14322; 1667985;
ü მიუწერე გვერდზე ლუწია თუ კენტი მოცემული
რიცხვი: 148563; 19866; 174322; 186443; 1498765; 14326; 133998; 166796; 158541.
შენიშვნა: ამ და შემდგომ გაკვეთილებზე განვახორციელებ სსსმ მოსწავლის მონიტორიგს.
სსსმ მოსწავლისათვის მომზადებულ
ბარათებზე წერია დიდი ზომის ასოები და რიცხვები. მიუხედავად ამისა, საჭიროება
განაპირობებს წავუკითხო მას დავალება და მისი შესრულების ინსტრუქციები.
დანართი 1. საშინაო დავალება
სახელმძღვანელო
გვ.125 # 3, #5 ; გვ.128. #11
1)
12-ის ჯერადია
ა) 2 ბ ) 4
გ) 6 დ) 12
2)
100
000 არ არის
ა) 2-ის
ჯერადი ბ) 5-ის ჯერადი გ) 10-ის ჯერადი დ) 3-ის ჯერადი
3) იპოვეთ რიცხვის ყველა
გამყოფი:
ა) 16; ბ) 50; გ) 100; დ)
90; ე) 19
დანართი 2. საშინაო დავალება.
სახელმძღვანელო. გვ.128. #13; 14; 15; 16;17
13) რა რიცხვით შეიძლება ბოლოვდებოდეს: ა) კენტი რიცხვის
კვადრატი? ბ) ლუწი რიცხვის კვადრატი;
14) ა) რა შემთხვევაშია ნატურალური რიცხვის კვადრატი ლუწი რიცხვი?
ეიძლება თუ არა რომ კენტი რიცხვის კვადრატი იყოს ლუწი რიცხვი?
ბ) რა ციფრით შეიძლება ბოლოვდებოდეს კენტი რიცხვის კუბი? ლუწი რიცხვის
კუბი?
15) ა) რა ციფრით უნდა ბოლოვდებოდეს ლუწი რიცხვი, რომელიც არ არის
5-ის ჯერადი?
ბ) დაწერეთ რამდენიმე სამნიშნა და ოთხნიშნა რიცხვი, რომლებიც არ არის
2-ისა და 5-ის ჯერადები.
16) დაწერეთ ორი რიცხვი, რომელთაგან ერთი იყოფა 5-ზე, მეორე არ იყოფა
5-ზე. შეამოწმეთ მათი ჯამი და სხვაობა იყოფა თუ არა 5-ზე?
17) დაასაბუთეთ: თუ ერთი რიცხვი იყოფა 5-ზე, მეორე რიცხვი არ იყოფა
5-ზე, მაშინ მათი ჯამი და სხვაობა არ იყოფა 5-ზე.
დანართი 3. სააღრიცხვო ცხრილი.
ცხრილი
საშუალებას იძლევა შევაფასოთ მოსწავლე განმსაზღვრელი შეფასების გამოყენებითაც. ანუ
ქულით.
ქულა
გამოითვლება მიღებული ჯამის საფუძველზე: 4 კომპონენტს აქვს თავისი ხვედრითი წილი.
ანუ ჩანაწერი (x 2) ნიშნავს, რომ ამ კომპონეტის ხვედრითი წილი არის
2, მიღებული ქულა გამრავლდება 2-ზე და ისე გამოითვლება განმსაზღვრელი შეფასების
საბოლოო ქულა.
1 - ასრულებს; 0- ვერ ასრულებს.
ბოლო კომპონენტია დავალების
შესრულებაში გაწაფულობა: „+“ სწრაფად და უშეცდომოდ ასრულებს; „-„ - ვერ ასრულებს
სწრაფად ან ასრულებს ხარვაზებით.
სსსმ
მოსწავლე
ფასდება მხოლოდ შეფერილი კომპონენტების მიხედვით,
მას ვაძლევ ასევე განმავითარებელ შეფასებას.
სსსმ მოსწავლის შეფასების
ქულები:
0 - ვერ ასრულებს, 1- ასრულებს დახმარებით; 2 - ასრულებს დამოუკიდებლად;
##
|
მოსწავლის
სახელი და გვარი
|
ასახელებს/წერს რიცხვის ჯერადებს
|
ასახელებს/წერს რიცხვის ყველა გამყოფს
|
ასახელებს/წერს ლუწ რიცხვებს
(x
2)
|
ასახელებს/წერს კენტ რიცხვებს
(x
2)
|
აყალიბებს/იყენებს 2-ზე გაყოფადობის
ნიშნებს (x 2)
|
აყალიბებს/იყენებს 5-ზე გაყოფადობის
ნიშნებს
(x
2)
|
დავალების
შესრულების
გაწაფულობა
+ / -
|
ქულა
|
1
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
2
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
3
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
4
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
6
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გაკვეთილის გეგმა
23.01.2017 წელი
1.
გაკვეთილის თემა
|
წილადი - მთელის ნაწილი
|
||||||||||||||||||||||||
2.
სწავლების საფეხური და
კლასი
|
დაწყებითი საფეხური, V კლასი
|
||||||||||||||||||||||||
3.
საგანი/საგნენები, მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი, გვარი
|
მათემატიკა
მასწავლებელი
ხათუნა მარკოზაშვილი
|
||||||||||||||||||||||||
4.
მოსწავლეთა რაოდენობა
|
19 მოსწავლე
|
||||||||||||||||||||||||
5.
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
სსსმ მოსწავლე - 1 მოსწავლე
(მხედველობადაქვეითებული)
|
||||||||||||||||||||||||
6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ მთელის
ნაწილებს; შეისწავლიან წილადის ჩაწერას; აღმოაჩენენ კავშირს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან.
|
||||||||||||||||||||||||
7.
გაკვეთილის სასწავლო
მიზნები (საგნების მიხედვით)
|
მოსწავლეები შეძლებენ წილადის,
როგორც მთელის ნაწილის ჩაწერა-წაკითხვას, გაეცნობიან წილადის მრიცხველისა და
მნიშვნელის ცნებებსა და მათ მნიშვნელობებს.
სსსმ
მოსწავლე: შეძლებს წილადის, როგორც მთელის ნაწილის
ჩაწერა-წაკითხვას; ამოიცნობს წილადის მრიცხველსა და მნიშვნელს, გამოსახავს
მოდელზე.
|
||||||||||||||||||||||||
8.
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მათ. V.2. მოსწავლეს
შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება,
შედარება და დალაგება.
·
კითხულობს
და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს
და მნიშვნელს,
მთელ და წილად ნაწილებს;
|
||||||||||||||||||||||||
9. წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ნაწილები:
ნახევარი, მესამედი, მეოთხედი მოდელზე დაყრდნობით.
|
||||||||||||||||||||||||
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
A ფაზა - გამოწვევა 7 წთ
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება - 2 წთ
აქტივობა
1.
საშინაო დავლების შემოწმება - 5 წთ
დაფასთან
ერთობლივი განხილვით ვახდენთ
საშინაო დავალების შემოწმებას. დაფასთან რიგ-რიგობით გამოდიან მოსწავლეები
(წყვილებად) და წერენ საშინაო დავალების ნომრებს (საახელმძღვანელო. გვ. 140. სავაჯიშო
#10, 11; გვ.141. სავარჯიშო #14,15 (დანართი 1). პარალელურად დავდივარ
მერხებშუა და ვამოწმებ
მოსწავლეთა მიერ შესრულებულ დავალებას, ვაკეთებ
კონსტრუქციულ უკუკავშირს
დავალებაზე.
აქტივობა
2. პრაქტიკული მუშაობა - 3 წთ
მოსწავლეებს
მომზადებული აქვთ თაბახის ფურცლები (გაფრთხილებულნი არიან ამისათვის წინა
გაკვეთილზე). მათ ვთხოვ
გადაკეცონ ფურცელი შუაზე და გააფერადონ/ დაშტრიხონ ერთი ნაწილი. გამომყავს
სსსმ მოსწავლე და მას ვასრულებინებ
ამ პროცესს.
ვსვამ
შეკითხვას:
-
რა ნაწილია დაშტრიხული/გაფერადებული?
სავარაუდო პასუხი
- ნახევარი.
ჩემი მითითებით სსსმ მოსწავლე კეცავს
ფურცელს ისევ შუაზე და ვაფერადებთ
სხვა ფერის ფანქრით, კიდევ ვკეცავთ
შუაზე და ა.შ. ამ მოქმედებებს ასრულებს მთელი კლასი. პარალელურად ვსვამ
შეკითხვებს:
-
რა ნაწილია დაშტრიხული/გაფერადებული?
სავარაუდო პასუხები: მეოთხედი, მერვედი, ... .
B ფაზა
- ცოდნის კონსტრუირება - 25 წთ
აქტივობა
3. წილადის მრიცხველისა და მნიშვნელის გაცნობა - 10 წთ
ვუბრუნდები
ისევ თაბახის ფურცელს და მოსწავლეებს ვეკითხები:
- პირველად როცა გადავკეცეთ ფურცელი, რამდენ
ნაწილად გაიყო?
სსსმ მოსწავლის სავარაუდო პასუხი: ორ ნაწილად.
-
თითოეულ ნაწილს რა ვუწოდეთ?
სსსმ
მოსწავლის პასუხი: ნახევარი, ანუ მეორედი.
-
ვის შეუძლია ჩაწეროს?
სავარაუდოდ მოსწავლეები იხსენებენ
(მეოთხე კლასიდან), როგორ იწერება ½. თუ
ვერ გაიხსენს, დაფაზე ვწერ
ამ წილადს და ვკითხულობ ჩანაწერს: „ერთი მეორედი“. სსსმ მოსწავლე იმეორებს ჩანაწერს, წერს საკუთარ
რვეულში. ვიძლევი
განმარტებას: ასეთი სახით ჩაწერილი რიცხვი არის წილადი. ჩანაწერი აღნიშნავს, რომ
მართკუთხედი დაყოფილია 2 ტოლ ნაწილად.
ანუ 2 არის ტოლი ნაწილების სრული
ოდენობა. გაფერადებულია ერთი ნაწილი. ერთი გვიჩვენებს აღებული ნაწილების
ოდენობას.
ჩემი თხოვნით დაფასთან გამოდის სხვა
მოსწავლე და დაფაზე აკეთებს წილადის
მოდელს: ხატავს წრეს, შტრიხავს ნახევარს და წერს თითოეული ნაწილის შესაბამის წილადს.
მოსწავლე თან კითხულობს რა ნაწილია დაშტრიხული.
აქ ვიძლევი
განმარტებას, რომ ხაზი ეს არის წილადის ხაზი. ტოლი ნაწილების სრულ ოდენობას
ჰქვია მნიშვნელი, ხოლო აღებული ნაწილების ოდენობას - მრიცხველი. დაფაზე ვაკეთებ
შესაბამის სქემას:
ანალოგიურად ვაკეთებთ
ჩანაწერებს ¼; 1/8;
აქტივობა
4 - დამოუკიდებელი სამუშაო - 15 წთ
მოსწავლეები რიგ-რიგობით გამოდიან
დაფასთან და ასრულებენ სავარჯიშოებს სახელმძღვანელოდან: გვ. 144. #1-9. გვ. 146.
#17. (დანართი 2). თითოეული მოსწავლე ამოწმებს დაფაზე გაკეთებულ ამოხსნებს და
ადარებს საკუთარ ნამუშევართან.
ინდივიდუალურად
ვმუშაობ
სსსმ მოსწავლესთან:
ფურცელზე მომზადებული მაქვს
თეორიული მასალა. მას ერთხელ კიდევ ვუხსნი
როგორ ჩაიწერება წილადი. ვსვამ
შეკთხვებს: რას გვიჩვენებს მრიცხველი, რას გვიჩვენებს მნიშვნელი. ვაჩვენებ
¼-ს მოდელზე, ასევე ვაკეთებ
შესაბამის ჩანაწერს. ერთობლივად ვასახელებთ
გაფერადებულ და გასაფერადებელ ნაწილებს.
ამავე ფურცელზე წრე დაყოფილია 8 ტოლ
ნაწილად. კითხვაზე მოსწავლე მპასუხობს,
რომ გაფერადებულია სამი ნაწილი, ანუ 3/8. ჩემი თხოვნით მოსწავლე წერს გასაფერადებელ
ნაწილს წილადის სახით, ასახელებს წილადის მნიშველსა (8) და მრიცხველს (5).
აქვე ვაძლევ
ფურცელზე მომზადებულ საშინაო დავალებას.
დამოუკიდებელი სამუშაოს დასრულების
შემდეგ ერთობლივად განიხილება სავარჯიშო #1-9, გვ.144 - წაკითხვით, ხოლო გვ.
146. #17 სავარჯიშოს (დანართი 2) ერთ-ერთი მოსწავლე ასრულებს დაფასთან.
C ფაზა
- გამთლიანება - 13 წთ
აქტივობა
5. დამოუკიდებელი სამუშაო - მუშაობა წყვილებში - 8 წთ
მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ
სავარჯიშოებს სახელმძღვანელოდან გვ.146. სავარჯიშო #19, 20 (დანართი 3).
დავალების დასრულების შემდეგ მეწყვილეები ცვლიან დავალებებს და ერთმანეთს
უმოწმებენ შესრულებულ დავალებას. პარალელურად დავდივარ
წყვილებშუა და ვაკვირდები
მათ მუშაობას. შედეგებს ვინიშნავ
დაკვირვების ფურცელზე (ვიყენებ
ფოკუსირებულ დაკვირვებას).
აქტივობა
6. შეჯამება, შეფასება, საშინაო დავალების მიცემა – 5 წთ
ჩემი თხოვნით მოსწავლეები ახდენენ
საკითხის შეჯამებას.
შეფასების სქემის საფუძველზე ქულით ვაფასებ
(განმსაზღვრელი შეფასება) მოსწავლეებს.
შეფასება ხდება მხოლოდ იმ მოსწავლეების, რომლებზეც ვახორციელებ
ფოკუსირებულ დაკვირვებას.
ასევე ვაფასებ
სსსმ მოსწავლეს. ვიყენებ
როგორც განმსაზღვრელ, ისე განმავითარებელ შეფასებას.
დაფაზე ვუთითებ
საშინაო დავალებას; სახელმძღვანელო. გვ. 146-147 სავარჯიშო # 1-11 (დანართი #4)
|
||||||||||||||||||||||||
11. შეფასება
|
სსსმ მოსწავლის შეფასებისას ვიყენებ
როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელ შეფასებას შეფასების რუბრიკაზე
დაყრდნობით.
ფოკუსირებულ
მოსწავლეების შეფასებისას ვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას. ამისათვის ვიყენებ
შეფასების რუბრიკას:
თითოეული კომპონენტის
ხვედრითი წილი მითითებულია ფრჩხილებში.
1- ასრულებს;
0 - ვერ ასრულებს.
სსსმ მოსწავლისათვის შეფასება ასეთია:
0 - ვერ ასრულებს, 1- ასრულებს დახმარებით; 2 - ასრულებს დამოუკიდებლად;
ფოკუსირებული დაკვირვების ცხრილს
ემატება მოსწავლეთა სიის გრაფა. შეფასება ხდება იგივე კომპონენტების მიხედვით.
|
||||||||||||||||||||||||
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელძღვანელო,
თაბახის ფურცლები, ფლომასტერები/ფანქრები, დაფა, ცარცი, სსსმ მოსწავლისათვის მომზადებული სამუშაო
ფურცლები, მარკერები/ფლომასტერები.
|
შენიშვნა:
ამ და შემდგომ გაკვეთილებზე განვახორციელებ სსსმ მოსწავლის მონიტორიგს.
სსსმ მოსწავლისათვის
მომზადებულ ბარათებზე წერია დიდი ზომის ასოები და რიცხვები. მიუხედავად ამისა, საჭიროება
განაპირობებს წავუკითხო
მას დავალება და მისი შესრულების ინსტრუქციები.
Комментариев нет:
Добавлять новые комментарии запрещено.