понедельник, 6 июля 2015 г.

დღე IX

დღეს ვიმუშავეთ მერვე მოდულზე "სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება. ტრენერმა ერთხელ კიდევ შეაჯამა კურსი, ისაუბრა პროექტებით სწავლების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, წარმოადგინა რესურსები "აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისათვის", "უკუკავშირის საჩვენებელი ფორმა", პორტფელიოს რუბრიკა"
ჯგუფის თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი პროექტები, მოკლედ ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე, სასწავლო პროცედურებსა და მოსწავლის ხედვაზე. ტრენერმა თითოეული მონაწილეს მისცა უკუკავშირი.

პრეზენტაციების შემდეგ ჩვენი პორტფელიოს საქაღალდეები ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე. დავაკომენტარეთ მონაწილეთა პორფელიოები. სულ ბოლოს კი დავწერეთ რეფლექსია მეცხრე დღეზე.

მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მონაწილის პროექტები საკამაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, გამჩნდა უამრავი იდეა, რომელთა განხორციელებას შევეცდები ახალ 2015-2016 სასწავლო წელს ჩემს კლასებში, რისთვისაც დახმარებისათვის მივმართავ როგორც პროექტების ავტორებს (ამ ჯგუფიის მასწავლებელბი), ისე ჩემს კოლეგა მასწავლებლებს.

წარმატებებს ვუსურვებ ყველას!
მადლობა დიდმიტრის ასეთი საქმიანი და საინტერესო ტრენინგისათვის!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

среда, 1 июля 2015 г.

დღე VIII

დღეს ვიმუშავეთ მე-6 და მე-7 მოდულზე, კერძოდ, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის და ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს. 

  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
  • როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
  • როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
ესაა ის კითხვები, რომლებიც ფასილიტატორმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეებთან მუშაობისას. 
 


  

вторник, 30 июня 2015 г.

დღე VII

დღევანდელი დღე დაეთმო მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. გავეცანი შეფასების შეკლისტებს, შეფასების კრიტერიუმებს. საინტერესო იყო თვითშეფასების დღიურის წარმოებაც. გავიგე, რა უნდა გავითვალისწინო მოსწავლის ნაშრომის შეფასებისას, როგორ განისაზღვრება მიზნების მახასიათებლები დონეების მიხედვით.

понедельник, 29 июня 2015 г.

დღე VI

საინტერესო იყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გათვალისწინებით ყველა მოსწავლეზე სასწავლო პროცედურების გაწერა. საკმაოდ საინტერესო იყო მოსწავლის თვალით დანახული დავალების წარმოდგენა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით. დავხვეწე  და შევავსე ჩემი პროექტის გეგმა დღევანდელი სესიიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური მუშაობა: "1 დოქი ტალახი", როგორ გამოვიყენებდით ამ რესურსს, ყველა ჯგუფიდან საკმაოდ საინტერესო იდეები გამოითქვა.

пятница, 26 июня 2015 г.

დღე V

დღეს წყვილებში მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პორტფელიოს პრეზენტაცია. ჩემს მეწყვილეს დავუსვი 3 შეკითხვა:  
  1.       როგორ უკავშირდება თქვენი ზოგადი კითხვა პროექტს?
  2.       რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საგნობრივი სტანდარტის შედეგი ამ თემისთვის?
  3.       როგორ გააკეთებენ მოსწავლეები მოცემული პროექტის ორგანიზებას?
ბ        გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამ პროექტსადმი და მივეცი რეკომენდაცია. ჩემი რეკომენდაციები კომენტარის სახით დავწერე მეწყვილის ბლოგზე. 

                დღეს ასევე ვიმუშავეთ საავტორო უფლებების მნიშვნელობაზე, კეძოდ apa ფორმატის გამოყენებაზე, ასევე როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია კონკრეტულად ჩვენი საჭიროებებისდა მიხედვით

четверг, 25 июня 2015 г.

ჩემი პროექტის პორტფელიოს პრეზენტაცია


დღე IV

დღევანდელი დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო. განხილულმა შეფასების სტრატეგიებმა და პროექტის პრეზენტაციამ, უფრო მეტად დამაფიქრა ჩემი პროექტის მონახაზზე, შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, უფრო დავხვეწავ მიმანიშნებელ შეკითხვებს, ასევე ესგ-ს ინდიკატორებს  შეფასების რუბრიკებსა და ჩეკლისტებზე სამუშაოდ. მნიშველოვნად გავაუმჯობესებ პროექტის მიზანის და ჩემს მიზანის.  

დღე III


დღეს ვიმუშავეთ მოდულ.2-ზე, კერძოდ, ჩემი პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია, მოვიაზრეთ ზოგადად აქტივობები, გათვლილი ყველა დონეზე, თემას შევუსაბამეთ სტანდართები და ინდიკატორები ესგ-დან სხვადასხვა საგნიდან, კერძოდ, ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. ვიმუშავეთ ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე ჩვენი პროექტის გეგმისათვის.


დღე II

ტრენინგი - პროექტებით სწავლება



ეს დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო. რა იყო მნიშვნელოვანი? ჩემს  ბლოგს დავამატე კიდევ ერთი გვერდი -  " ტრენინგი - პროექტებით სწავლება". მოვახდინეთ რეფლექსია -  პროექტის იდეებთან მიმართებაში, შემდეგ კი განვიხილეთ აქტივობა 3 და 4, კერძოდ , პუბლიკაციის მომზადება.

რეფლექსია

ტრენინგი - პროექტებით სწავლება

რეფლექსია

დღე II

პროექტის იდეამ დამაფიქრა. თავში უამრავი რამ მიტრიალებს. ჯერ-ჯერობით არჩევანი შეჩერდა თემაზე "სიგრძის საზომი ერთეულები ძველად". თუმცა ვფიქრობ  "გეომეტრია ჩვენს ცხოვრებაში", ან "საყიდლებზე"...
მოვიფიქრებ :)