დღეს ვიმუშავეთ მე-6 და მე-7 მოდულზე, კერძოდ, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის და ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. მოსწავლეთა
საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და
დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის
მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და
სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს.
- როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
- როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
- როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
ესაა ის კითხვები, რომლებიც ფასილიტატორმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეებთან მუშაობისას.
ყურადღებიანი მსმენელი ხარ და აქტიური , დარწმუნებული ვარ პროექტსაც საინტერესოდ და შედეგიანად წარმართავ.
ОтветитьУдалитьთქვენი პროექტი თითქმის დასრულებულია, საინტერესო მასალები გაქვთ მომზადებული, მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებაც მოახდინეთ, საინტერესო და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშემწყობი გარემო მოელის მოსწავლეებს.
ОтветитьУдалить